იოსებ გრიშაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი : იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

იოსებ გრიშაშვილს

გაზეთი „მეგობარი“. ივანოვის ქ. ჭილაძის სახლი

 

ძვირფასო სოსო!

გიგზავნი ცისფერ ყანწებს. გაბარებ ჩვენს ცისფრად მორთულ საყვარელს. 300 ცალი, ვფიქრობ, საკმაო იქნება, რადგან ფასი დიდი დავარქვით: დააფასოს ხალხმა ქართული შემოქმედება. ეცადე, რომ გამყიდველი დაითანხმო, ცხრა შაურად ცალი. თუ შეუძლებელი იქნეს, დაუთმე ორ აბაზათ, თუმცა ეს თითქმის ზარალი იქნება. ეცადე ყოველივეს, რომ ალმანახი გავრცელდეს. სთხოვე გრიგოლს, დასწეროს წერილი . ჩემი ლექსი ერთის მეტი არ მიდის. ადგილი ნ. ლორთქიფანიძეს დაუთმე. გთხოვ, რაც შეიძლება ადრე დაარიგო დასახელებული ეკზემპლიარები. გაუგზავნე დღესვე ყანწელებს და ყველას, ვისიც გვარები დაბეჭდილია. ამას მეტად გთხოვ. მადლობელი ვიქნებით, თუ სახალხოდან ვინმე წერილს უძღვნის ალმანახს. მეჩქარება და მეტს ვერას გწერ.

ფული შენ გამოართვი გამყიდველს და აიღე ყოველი, რაც დაგეხარჯოს. შეიძლება, მეც მალე ჩამოვიდე. ასე ჩემო კარგო.

შენი  პ. იაშვილი

[თებერვალი, 1916]