პაოლო იაშვილი – იოსებ გრიშაშვილს
სოსო ძვირფასო!
გწერ მეტად საჩქაროდ! თუ ძმა ხარ, დღესვე ინახულე „არშინ-მალ-ალანის“ დასი, რომელიც საუკეთესოა. ქართულად და რუსულად რომ შეეძლოს თამაში და გაურიგდი. დაიწყე ვაჭრობა სამას მანეთიდან, უკიდურეს შემთხვევაში ორ საღამოში მივცემთ 500 მანეთს. საქმეს როგორც მოაგვარებ, შემატყობინე დეპეშით და შემომითვალე, რამდენი იქნება საჭირო ფული და დეპეშით გამოგიგზავნი. აბა, შენ იცი, თუ მალე და კარგათ მოაგვარებ საქმეს. შენ გასამრჯელოს მიიღებ შემოსავლის გვარად. ერთი სიტყვით, გული არ დაგწყდება. ვაწყობთ მე და გუცა სანახევროდ. ველი მალე დეპეშას. თუ არ დავაჩქარეთ, სხვა აპირებს მოყვანას. შემატყობინე დღეები და თეატრს ავიღებ.
[ქუთაისი, 29 მარტი, 1915]