Иосифу Гришашвили. „Сахалхо Пурцели“. Почтовый яшикъ 190. Тифлисъ.
9.11. 1915. ქუთაისი.
მაპატიე, ძვირფასო სოსო, რომ პასუხს დამიგვიანდა. ჩვენი „ღალატი“ 13 არის. ბესოს როლს გელოვანი თამაშობს და ახლა უარის თქმა უხერხულია. ყველამ იწუხა, რომ შენი სურვილი ადრე არ ვიცოდით. ყოველ შემთხვევაში, ჩამოდი, შეგიძლია, ჩემთან ჩამოხტე, თავისუფალი ოთახი მექნება შენთვის. შენი „მამა“ „მეგობარმა“ წამართვა. „ცისფერი ყანწებისთვის“ უსათუოდ წამოიღე საოცარი ლექსი. გრიგოლი როგორ არის? სთხოვე მასაც რამე ლექსი – თან წამოიღე. წერილის მიღებისთანავე მომწერე ჩამოსვლის დღე. სადგურზე დაგხვდები. გელი უსათუოდ.
შენი პ. იაშვილი