იოსებ გრიშაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 19.10.1915

ადგილი : ქუთაისი

საცავი : იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

იოსებ გრიშაშვილს

ძვირფასო სოსო!

„მეგობარში“ წაიკითხავდი, რომ ქუთაისში ვაპირებთ ლიტერატურული ალმანახის გამოცემას. ალმანახში მონაწილეობას მიიღებენ უკანასკნელი დროის გამოჩენილი მწერლები. შენც დაგვამშვენე. გთხოვ, რაც შეიძლება მალე გამოგზავნე ლექსი, უფრო ლაღი და გაბედული, ვიდრე ყველა შენი ლექსები. იცოდე, რომ ჩვენი ალმანახი იქნება გასახარელი ყველასათვის, ვინც გრძნობს ნამდვილ სილამაზეს თანამედროვე შემოქმედებაში.

დამავალე და ნახე გრიგოლი. სთხოვე ჩემს მაგიერ, გამომიგზავნოს რამე, კარგი იქნება, თუ მოგვაწოდებს თავისებურ ლექსს. შენც და გრიგოლსაც განსაკუთრებულათ გთხოვთ. ალმანახის ბეჭდვას დავიწყებთ ამ თვის დამლევს.

ძმა და მოყვარული პაოლო იაშვილი

ქუთაისი. 19. 10. 15

P.S. „Огонок“-ში დაბეჭდილია მერი შერვაშიძის სურათი. კარგი იქნება, თუ შემდეგ კვირის დამატებაში გადაბეჭდავს „სახალხო“.