(ექსპრომტი)
აჰა, გვეღირსა თქვენი დანახვა,
ვისი „ჯეჯილიც“ გულს გვიხარებდა;
ვინც იყო ჩვენი დედა-აღმზრდელი
და ჩვენს სამშობლოს ვინც გვაყვარებდა.
ვიზრდებით თქვენი ნორჩი შვილები
და რომ ვაჟკაცად დავგვირგვინდებით,
მაშინ აღმზრდელო, თქვენი სიტყვებით
ტანჯულებს მსხვერპლად მოვევლინებით.