Москва, Страстной бульвар 10, кв. 11, Шалва Сослани.
ძმაო შალვა!
უწინარეს გისურვებ ხალისიან გულს და ჯანს, რაც ყველაზე უფრო საჭიროა უცხო მხარეში. დამიგვიანდა წერილი, ჯერ ერთი ავადობის გამო და მერე მოუცლელობის მიზეზით. შენი წერილი, მივიღე დიდიხანია.
რეცენზიები და მიმართვები უკვე გადმოვაგზავნე შენ მითითებულ მისამართით, ჯერ პასუხი არაა.
შალვა! თუ ძმა ხარ, ნუ დაიზარებ შეიარე და გაიგე, რას უპირებენ `თეო~-ს რუსები და მომწერე. თან მოიწერე მაქაური ლიტერატურული ამბები და უფრო შენი.
მე ეხლა კარგათ ვარ. კარგათაა ნინა და ბიჭებიც. აქ ქართულ ლიტერატურაში საინტერესო არაფერია. ამ ერთი თვის წინათ პროლეტარულ მწერლობაში იყო ბრძოლა `მწვერვალებისათვის~, მაგრამ ბუაჩიძემ გაიტანა ისევ ლელო. ეხლა არა პროლეტარულ მწერლობაში ეძებენ კონდრატიელებს, ზოგს უკვე მიაკრეს მისი იარლიკი. `ჭიაკოკონა~ დავამთავრე. ახლო ხანში გამოვა წიგნათ. აგრეთვე გამოდის ლექსების მომცრო წიგნი. ერთი სიტყვით, ვიბრძვი. სალამი უცხოელ რძალს.
რაჟდენ გვეტაძე
19/I.