ძმაო პაოლო და კოლაუ!
ამ წუთში თქვენს სახელს ხმამაღლა ვიმეორებ, არ მჯერა რომ მე შემეძლება თქვენთან ლაპარაკი, თქვენი სიყვარული, თქვენთან ერთად მზეში ყოფნა და ცხოვრება.
როცა საოპერაციო მაგიდაზე დამაწვინეს და ყველაფერს ნისლი შემოებურა _ სიამოვნებით დავხუჭე თვალები და ვეძახოდი გურამს, ჩემს გურამს, რომელსაც ეხლა გულზე ათოვს, იმიტომ რომ ვერ მოუარე.
ოპერაციამ დიდხანს გასტანა და მე ვფიქრობდი თქვენზე, ნინაზე, ოთხ ბიჭზე, ყველაფერზე და თანდათან ვგრძნობდი სიკვდილის მოახლოებას _ რომელიც არც ისე საშიში მეჩვენა. რაღაც სიმსუბუქეს ვგრძნობდი, თითქოს ფრთები მესხმებოდა… უცებ თვალებზე რაღაც მძიმე დამაწვა და გამომეღვიძა ტირილით იმიერ სოფლიდან დაბრუნებულს. როგორც შემდეგ ექიმებმა მითხრეს სასწაულმა გადაგარჩინაო. ოპერაცია გადავიტანე, მაგრამ შემდეგი დღეები პირდაპირ ჯოჯოხეთი იყო. დღემდე მოვაღწიე. გაკოცებთ ყველას. ერთ დღეს მნახეთ. შეიძლება მართლა ვეღარ გამოვიდე აქედან.
თქვენი რაჟდენი
12.II. 22