სალიტერატურო ფონდის გამგეობას
მწერალთა ერთი ჯგუფის
განცხადება
მწერალთა ერთ ჯგუფს, რომელშიც შედიან: რ. გვეტაძე, გრ. ცეცხლაძე, ვ. გაფრინდაშვილი, ს. ჩიქოვანი, გ. ქიქოძე, ს. წვერავა _ გვაქვს ძველი წიგნების მაღაზია და საამკინძაო. ამხანაგობის მიზანია, მწერალთათვის და სამეცნიერო მუშაკთათვის იშვიათი წიგნების შეძენა და მიწოდება და აგრეთვე მწერალთა ინდივიდუალური ბიბლიოთეკებისათვის წიგნების დაკანვა შეღავათიან პირობებში.
მწერალთა ამხანაგობა სთხოვს ლიტფონდს, მიიღოს, თავის მფარველობის ქვეშ, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, შემდეგი პირობებით: 1. ამხანაგობას ექნება დამოუკიდებელი მოქმედების უფლება, საკუთარი მუშაობის გეგმა და საფინანსო ანგარიში, _ ლიტფონდის კონტროლის ქვეშ, 2. ამხანაგობა ლიტფონდს გადაურიცხავს ყოველწლიურად 15% წმინდა მოგებიდან; 3. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მიერ წარმოებული საქმე იზარალებს, ზარალს სავსებით იხდიან ამხანაგობაში გაერთიანებული წევრები, რომელნიც პერსონალურად პასუხის მგებელნი არიან ამხანაგობის ყოველგვარ საქმიანობაში.
ამხანაგობის მინდობილობით: გრ. ცეცხლაძე, რაჟდენ გვეტაძე