სიტყვა და საქმე _ რედაქტორი
2.I. 1935 წ.
ამხ. რაჟდენ!
თქვენი ნოველა „ლაშა“ მივიღეთ. ძლიერ კარგია და მეტად გაგვიხარდა მისი მიღება. იბეჭდება მორიგ ნომერში _ #10. ძალიან გთხოვთ, არ შეწყვიტოთ თანამშრომლობა და სისტემატიურად გვიგზავნოთ, როგორც ნოველები ისე ლექსებიც. კარგი იქნება, თუ ზოგი მათგანი ქუთაისის ცხოვრებიდან იქნება აღებული.
ეხლა გიგზავნით ას მანეთს კუთვნილ ჰონორარის ანგარიშში და დანარჩენსაც მალე გადმოგიგზავნით.
მეგობრული სალამით ნიკ. ცხაკაია