აქ / თბილისში, რაჟდენ გვეტაძეს, აკაკის (განოვის) 24.
17/I. 29.
ძმაო რაჟდენ!
თქვენი ბავშვი რომ გავაცილეთ, იმ დღიდან ქირურგიულ საავადმყოფოში ვწევარ.
ამ თვის ხუთმეტში გამიკეთეს ოპერაცია, ზურგიდგან სამ გირვანქამდე ხორცი ამომჭრეს.
ერთ-ორ თვეს კიდევ მომიხდება წოლა.
იქნება, ეს ამბავი რამენაირად გაზეთში გამოაცხადო, ჩემი ხელის მომწერლების საყურადღებოდ. თუმცა, მესამე ტომის გადაცემა სტამბაში უკვე მოვასწარი.
შენი ია ეკალაძე