ძვირფასო შვილო რაჟდენ!
მე უნდა მოვსულიყავ შენთან, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგანაც ცოტათი ავათ ვარ, ამას წინეთ, გაზ `კომუნაში~ გამოაცხადე, რომ ზ. ჭ. აპირებს ბათუმისაკენ გამგზავრებას და ქართველ სპარსელების შესახებ ლაპარაკის გამართვასო. მე ვიყავი იქით და პირველით ხაშურში გავმართე, მას მერე ქუთაის და სხვაგანაც.
ხალხს დიდათ მოსწონთ ამ ისტორიულ პირობების გაცნობა, ყველგან დიდის აღტაცებით ისმენდენ, ეხლა მე ვაპირებ ფოთისაკენ წასვლას ასეთი საუბარი უნდა გავმართო სენაკს, ზუგდიდს, ფოთს, სამტრედიას, აბაშას, ხონს და სხვაგანაც.
გიგზავნი ამის აფიშას, ჩემთან იქმნება ორი სტუდენტი, გუბელია და ნაჭყეპია.
ლექციებში დიდის პატივისცემით და თავაზით ვიხსენებ კომენარულ მთავრობას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ტომის ისტორიულ განვითარებას. გიგზავნი ერთ აფიშას და გთხოვ, ეხლაც გამოაცხადო გაზეთ `კომუნაში~. პიველი საღამო სენაკში იქმნება.
თქვენი პატივისმცემელი ზაქ. ჭიჭინაძე
28 იანვარი, 1925 წ., თფილისი