დიდი საქართველო – Blue Horns

ავტორი : რაჟდენ გვეტაძე

თარიღი : დეკემბერი, 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „აისი“, №1

პოეზია, შემოქმედება

დიდი საქართველო

ქართველ რაინდებს აღარ ახსოვთ ღამე საბანი.

თავის განწირვა ძველებური რჩეულებს მართებს.

შმაგ სიყვარულით ვერ ამჩნევენ ნაკიან მარტებს.

სურთ დაუკარგონ უამარ მტერს თავის სამალი.

 

შორს უნდა იქნეს საქართველოს დროშის სამანი.

გამარჯვებულნი ვაძალებდეთ ერთმანეთს კვარტებს.

და ახალს ვწერდეთ გადიდებულ საზღვრების ქარტებს, –

რომ სოლომონმა გაიხაროს იასამანით.

 

თამარის სახე გაგვიშუქებს დღეებს ბინდიანს,

კენარი ტანით თვალს წაგვართმევს როგორც ტირიფი

(თაფლის სანთელი მის ფეხებთან ეხლაც მინთია).

 

საშიშ ბრძოლაში ქართველები ვართ მადიანი,

და ჟორდანიას არ აშინებს გზები ირიბი. –

რასაც აღნიშნავს საარაკოთ მემატიანე.