რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : გრიგოლ ცეცხლაძე

თარიღი : 19.09.1937

ადგილი : ბათუმი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21423-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

ძვირფასო ძმაო რაჟდენ,

დიდიხანია მინდოდა მომეწერა, მაგრამ ველოდი განწყობილებას, რათა ვრცლად მომეხსენებია ჩემი ამბები და ლექსებიც გამომეგზავნა, რომელიც მე დავწერე, მაგრამ ჯერ კიდევ მინდა გავხედ-გამოვხედო. ახლა კი უფრო წვრილმან რამეზე მინდა გელაპარაკო. ცოტა არ იყოს კრიზისები დამიდგა. `მნათობიდან~ მერგება 400 მანეთამდე და ლევანი შემპირდა გამოგიგზავნიო. 20 აგვისტოს შემდეგ მაინც ყოველდღე ველოდები და არ სჩანს, არა მგონია, დავისწყნოდეს, მაგრამ შენ თუ გაახსენებ და გადასცემ ჩემს უკაპეიკო მდგომარეობას, იქნებ დატრიალდეს და მომაშველოს აღნიშნული თანხა. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ისევ შენი იმედი მაქვს, რაჟდენ. ამხ. პავლეს გააცანით ჩემი მდგომარეობა, ისიც, რომ როცა ძალიან არ მესაჭირეობა კაცის შეწუხება, არ მიყვარს და მოლაპარაკდით და ცოტა რამ გამომიგზავნეთ.

აქ ჯერ ვერაფერ სამსახურში ვერ მოვეწყვე. მპირდებიან და ვნახოთ.

რაჟდენ, პუშკინის გამოცემის საქმე როგორ მიდის? ახალი თარგმანები მე შემეძლო გამეკეთებია, რომ დაგევალებიათ.

თუ არ დაგეზარება და გამიგებ, სახელგამმა გამოსცა თუ არა `ონეგინი~, ან რა მდგომარეობაშია, ძალიან დამავალებ.

მე თბილისში 20 სექტრემბისთვის ვაპირებ. მანამ, ვფიქრობ, დავამთავრო სახელგამის

სამუშაო, რომ მაქვს წამოღებული.

მომიკითხე ნინა, მანანას აკოცე ჩემ მაგიერ, მომიკითხე აგრეთვე ყველა ჩვენი მეგობრები. უმდაბლეს სალამს მოგახსენებს ზეინები.

მარად შენი გრიგოლ ცეცხლაძე

ბათუმი, 19. IX. 1937 წ.