შალვა სოსლანს – Blue Horns

ავტორი : რაჟდენ გვეტაძე

თარიღი : 1931

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26916-2. ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

შალვა სოსლანს

Москва, Страстной бульвар 10, кв. 11, Шалва Сослани.

18/III.

ძმაო შალვა!

შენი დეპეშა კარგა ხანია მივიღე. დიდათ გიმადლი. სასიამო ცნობა მივიღე იაკოვჩიკიდანაც, იმის შესახებ, რომ შენ `თეო~ გადაგიცია და ხელშეკრულების გადმოგზავნას გპირდებოდა ახლო ხანში, მაგრამ აქამდე არაფერი ისმის. მართალია, მოსკოვი ყურისძირთან არაა და შეიძლება ამის ბრალიც იყოს დაგვიანება საბოლოო პასუხის. არ ვიცი. ამიტომ, თუ ძმა იყო, ერთხელ კიდევ დამავალე და გაიგე თეოს ბედი. გაიგე: წინასიტყვას ვის აწერინებენ, ან რა სახით სცემენ. პაოლომ მითხრა, თითქო საჭირო იყოს სურათიც, მაგრამ თუ თვით არ მაცნობებენ ამაზე, ისე უხერხულად მიმაჩნია. თუ შენ მომწერ, გამოვგზავნი. ერთი სიტყვით, დამავალე და `თეოს~ ბედი ყოველმხრივ მაცნობე. აქ,  განსაკუთრებით მწერლობაში, საინტერესო არაფერია. სხვა დროს ვრცელ წერილს მოგწერ. მოკითხვა რძალს, სალამი ნინასგან და ზაზასგან.

ძმური სიყვარულით რაჟდენ

მისამართი: აკ. წერეთლის 24.