იოსებ გრიშაშვილს – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 17.05.1935

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, გრ-1.

გამოცემა :

მიმოწერა, ოფიციალური წერილები

იოსებ გრიშაშვილს

ტფილისი, ალგეთის შესახვევი #1.

იოსებ გრიშაშვილს.

17 მაისი, 1935 წ.

 

ძმაო სოსო! გთხოვთ, გამოცხადდეთ 19 მაისს მწერალთა კავშირში. როგორც გითხარით, ვამზადებთ თურქული პოეზიის საღამოს. მე დავარიგე „პადსტროჩნიკები“ ცნობილ პოეტებს შორის (კ. ჭიჭინაძე, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე და სხვები). თქვენთვის გადავინახე საინტერესო მასალა და ერთი აშუღი. საღამო შესდგება ამ თვის დამლევ, ამიტომ ვჩქარობთ – გვინდა, მალე გავაკეთოთ თარგმანები. აკ. თათარიშვილმა ცალკე დამავალა, რომ თქვენ უთუოდ სთარგმნოთ რამოდენიმე ლექსი. ვიქ

ნები თქვენს მოლოდინში 12 საათიდან სამ საათამდე.

ვ. გაფრინდაშვილი