პატივცემულო სოსო! დიდი ხანია მინდა თქვენი ნახვა. მე უნდა გავეცნო, როგორც ილია ჭავჭავაძის ლექსებისა და პოემების რუსული თარგმანების რედაქტორმა, ყველა ძველ თარგმანებს.
გთხოვთ, მომაწოდოთ ცნობები, რომელი პოემა და ლექსი ილიასი თარგმნილია რუსულ ენაზე. ვაპირებ თქვენთან მოსვლას, რომ უშუალოდ გავეცნო ამ თარგმანებს. ცნობების მოწოდებისათვის გასამრჯელოს მოგართმევთ.
თქვენი პატივისმცემელი ვალ. გაფრინდაშვილი
29 მარტი, 1937 წელი