ღამის ფოთლები – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 02.1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №1

პოეზია

ღამის ფოთლები

ეს უცხო ღამე, ვით შავი ძაღლი,

დაეძებს, ყნოსავს უხილავ  ვარდებს.

სანამ ვარსკვლავობს ცისა სიმაღლე,

ყვავილებ შორის ის ინავარდებს.

 

იდუმალ ცაზე მთვარე უძრავი

ბნელი ღრუბლების კრთომით ნალესი, –

– როგორც ფეშხუმზე ნაკვეთი თავი

ნათლისმცემელის იოანესი.

 

ვარ მარტოობის ჯვარზე გაკრული,

მხოლოდ ღამეა ჩემი ტაძარი,

და შავ წყვდიადში, ყველასგან კრული,

მივდივარ, როგორც ელეაზარი!