საфოს და ალკეის ზომების ცდა ქართულ ენაზე – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1921

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25523-52-ხ.

გამოცემა :

ჩანაწერები

საфოს და ალკეის ზომების ცდა ქართულ ენაზე

საфო

ნაზი, ჩუმი მოვიდა წვიმა დილით,

რუხი ქუჩა ხმაურობს ოდნავ მაინც.

ჩვენი ჯარი სამშობლოს იცავს მედგრათ.

დიდება ჯარებს.

 

ალკეი

სალამი ჩუმი მშვენიერ ცისფერ ცას.

ელლადა თეთრი მაბრმავებს ალურ სხივით.

(და) როცა მოვა დაისი მშვიდი,

(კვალად) კვლავ მოვიგონებ ანტიურ გმირებს.

 

მე და კოლაუ (როგორც ვერლენი და მორეასი დგანან სურათების გამოფენაზე სურათის წინ). უნდა გადავიღოთ სურათი სტამბაში – დიდი მანქანის წინ. პალტოებში.

„შენ არავინ არ მიგყვება (სამარეში) ყვავილების გარდა“ (გრიგოლის სიტყვიდან).

„განიბანენ უკვდავების სისხლში“.

Нужно углубить и расширить понятии ностальгии как настроения характеризующого всю поэзию. Я должен (хочу) вдохнавляться этим словом.

უნდა ვიშოვო „სფინკსი“ უალდის.

ნოსტალგია. სირენები.

თუთიყუშების ნოსტალგია.

ბეჭდების ნოსტალგია – თითები (ქალის) როგორც ლესბიელნი ეხვევიან ერთმანეთს.

შეიძლება დავარქვა ერთ რკალს ლექსებისას – ნოსტალგია. „ო, როგორ მესმის ამ ბეჭდების მე ნოსტალგია“.

წვიმის აპოфეოზი.

„როგორ მათრთოლებს ამ წვიმის ფარდა“ (წვიმის ოპერა).

ამ ფარდის იქით – დაისი, ელიზიუმი.

 

წვიმის გამჭვირვალე ფარდას მოაწვება ლანდების ჯარი, მაგრამ შეუძლებელია ფარდის გარღვევა. და წვიმის სარკეში იტანჯებიან საუკუნო ლანდები (მთელი მსოფლიოს აჩრდილები).

ყოველ წვიმაში ვგრძნობ ლანდების მოახლოვებას.

წვიმის სარკიდან მეძახიან ძველი ლანდები. წვიმის ლეგენდა.

უნდათ გამართონ ჩემ თვალის წინ სხვა (მასკარადი) კარნავალი.

ბევრი მასკები. ისინი მასკებს არ იხდიან. აქ არიან კონკვისტადორები. მეტაპსიხოზა.

წვიმაში ვიგონებ ბევრ დავიწყებულ და შორს სახეებს. ლანდები, კადრილი. წვიმა მოდის და ლანდების (პროცესია) კარნავალი აწვება ფარდას, მაგრამ ფარდა – როგორც ნიღაბი ფარავს საიქიოს, რომლიდანაც მოდიან ლანდები.

წვიმის ორეული – საღამო მკრთალი. წვიმის პირბადეში მოდიან ლანდების მილიონები.

წვიმის მისტიკა. თითქო ლანდების პარადია (აღლუმია) და სოველი ლანდები გაივლიან (ედგარის წინაშე). წვიმის ჯადოქრობა. ხმა ჯადოსანი.

 

1921

 

Facebook
Twitter