დეკ­ლა­რა­ცია (ახალი მითოლოგია) – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, №7

სტატიები

დეკ­ლა­რა­ცია (ახალი მითოლოგია)

პა­ნი მოკ­ვ­და. გა­ი­მარ­ჯ­ვა ქრის­ტი­ა­ნო­ბამ. მაგ­რამ პო­ე­ზია მთე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­გებ­ლობ­და მი­თო­ლო­გი­უ­რი სა­ხე­ე­ბით, თუმ­ცა არ სჯე­რო­და ეს მი­თო­ლო­გია.

ავ­რო­რა, არ­ტე­მი­და, ათი­ნა, გე­ბა, ზევ­სი, აპო­ლო­ნი, გე­ლი­ო­სი, ნეპ­ტუ­ნი, ორ­ფე­ო­სი, ევ­რე­დი­კა, აქი­ლე­სი, ჰერაკ­ლი, ნი­ო­ბეა, მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე, პა­რი­სი დიდ­ხანს ამ­შ­ვე­ნებ­დენ პო­ე­ზი­ას და დიდ სამ­სა­ხურს უწევ­დენ მას.

მი­თი თან­და­თან გა­დაგ­ვარ­და.

ქრის­ტი­ა­ნო­ბამ და­იპყ­რო ხე­ლოვ­ნე­ბა. და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა ქრის­ტი­ა­ნო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნი­ცა­და მხატვრო­ბამ. ნამ­დ­ვი­ლი ჭეშ­მა­რი­ტი მხატ­ვ­რო­ბა შექ­მ­ნა ქრის­ტი­ა­ნო­ბამ (რა­ფა­ე­ლი, მი­ქელ ან­ჟე­ლო, ლეონარდო და სხვე­ბი). დან­ტეს „ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია“ არის ქრის­ტი­ა­ნო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია. ხუროთმოძღვ­რე­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბამ შექ­მ­ნა გო­ტი­კა (Notre Dame). მთე­ლი რო­მან­ტიზ­მი ქრის­ტი­ა­ნო­ბით არის წარ­მო­შო­ბი­ლი (ძი­ე­ბა ცის­ფე­რი ყვა­ვი­ლის).

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ელ­ლი­ნურ­მა მი­თო­ლო­გი­ამ მე­ტი სა­ხე­ე­ბი და სა­ხე­ლე­ბი მის­ცა პო­ე­ზი­ას, ვიდ­რე ქრისტი­ა­ნო­ბამ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში პო­ლი­ტე­იზ­მი უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მოდ­გა პო­ე­ზი­ის­თ­ვის, ვიდ­რე მონოტეიზმი. ქან­და­კე­ბის და პო­ე­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ელ­ლი­ნურ­მა მი­თო­ლო­გი­ამ გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ითამა­შა, რო­გორც მხატ­ვ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბამ. ყვე­ლა­ზე უფ­რო დი­დი მი­თი ახა­ლი დრო­ის იყო ქრის­ტე. ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნით და­ი­წე­რა „ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია“, მის­ტე­რი­ე­ბი, კლოპშტო­კის „მეს­სი­ა­და“, მილ­ტო­ნის „და­კარ­გუ­ლი და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­მოთხე“, დოს­ტო­ევ­ს­კის რო­მა­ნე­ბი. ქრის­ტი­ა­ნო­ბამ შექ­მ­ნა თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი მი­თო­ლო­გია, რო­მელ­მაც გა­ამ­დიდ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის ში­ნა­არ­სი და აღმო­ა­ჩი­ნა მა­რა­დი­სო­ბის პერ­ს­პეკ­ტი­ვა.

თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზია ნაკ­ლე­ბათ ხმა­რობს წარ­მარ­თულ და ქრის­ტი­ა­ნულ სა­ხე­ებს. დღეს პო­ე­ზია ქმნის რეალურ სა­ხე­ე­ბი­დან სიმ­ბო­ლო­ებს, ქმნის ახალ მი­თებს. წარ­მარ­თულ­მა და ქრის­ტი­ა­ნულ­მა მი­თო­ლო­გი­ამ და­კარ­გა თა­ვი­სი კავ­ში­რი ჩვენ შეგ­ნე­ბას­თან და პო­ე­ტიც სხვა ობი­ეკ­ტებს ეძებს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის. ძვე­ლი მი­თე­ბი არა­ვის არ სწამს, იმა­ვე დროს ჩვენ გვინ­და მი­თი, ჩვენ გვწყუ­რია მი­თი.

დღეს პო­ე­ზი­ა­ში თვალ­სა­ჩი­ნოა ერ­თი ხა­ზი, ერ­თი ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც თან­და­თან უფ­რო პოპულიარული ხდე­ბა.

ძა­ლი­ან დიდ­ხანს პო­ე­ტე­ბის ბი­ოგ­რა­ფია, მა­თი ცხოვ­რე­ბა და პი­როვ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბათ აინ­ტე­რე­სებ­და მკითხ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თვით პო­ე­ტებს. მთა­ვა­რი ყუ­რადღე­ბა მიპყ­რო­ბი­ლი იყო პო­ე­ტის შემოქმედებაზე.

პო­ე­ტი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე იდ­გა. დღეს კი პო­ე­ტის პი­როვ­ნე­ბა ინ­ტენ­სი­ურ ინ­ტე­რესს იწ­ვევს, იწერება ცალ­კე მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი და პი­ე­სე­ბი ჩა­ტერ­ტონ­ზე, პუშ­კინ­ზე, შექ­ს­პირ­ზე, სა­დაც მა­თი ცხოვ­რე­ბის ყოვე­ლი დღე და წე­ლი­წა­დი შეს­წავ­ლი­ლია მათ შე­მოქ­მე­დე­ბას­თან ერ­თად. ძა­ლი­ან გვი­ან მიხ­ვ­დენ, რომ ლირი, მაკ­ბე­ტი, ჰამ­ლე­ტი, არი­ე­ლი და კა­ლი­ბა­ნი შექ­ს­პი­რის ორე­უ­ლე­ბი არი­ან.

ხში­რად პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რია არა ნაკ­ლებ, ვიდ­რე მი­სი პო­ე­ზია.

ტყვი­ლად იკარ­გე­ბო­და პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფია და სა­ხე­ლი.

თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ას სურს გა­მო­ი­ყე­ნოს პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფია და მი­სი მა­გი­უ­რი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც არის მისი შე­მოქ­მე­დე­ბის სარ­კე და ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი.

დღეს პო­ე­ზი­ა­ში სა­ბერ­ძ­ნე­თის ღმერ­თე­ბის ად­გილს იჭე­რენ პო­ე­ტე­ბი. ჩა­ტერ­ტო­ნი, რემ­ბო, ბე­სი­კი, მაჩაბელი, გოფ­მა­ნი, ვი­ლიე დე-ლილ ადან არა ნაკ­ლებ აღაფ­რ­თო­ვა­ნე­ბენ პო­ე­ტის ოც­ნე­ბას, ვიდ­რე ზევ­სი და აპო­ლო­ნი, აფ­რო­დი­ტე და ათი­ნა. წი­ნან­დე­ლი პო­ე­ტე­ბი – გარ­დაქ­მ­ნილ­ნი დრო­ის და სივ­რ­ცის ჯა­დო­ქა­რო­ბით უნ­და გახდენ არა მარ­ტო დრა­მა­ტი­ულ და ეპი­ურ, არა­მედ ლი­რი­კულ სა­ხე­ე­ბათ.

თუ წი­ნათ პო­ე­ზი­ა­ში იყო აპო­ლო­ნი, ახ­ლა არის გი­ო­ტე, თუ წი­ნათ იყო მე­დუ­ზა და გორ­გო­ნა, ახ­ლა არი­ან ედ­გა­რი და მალ­და­რო­რი, არის სი­ფი­ლი­სი და ბო­გე­მა.

თუ წი­ნათ პო­ე­ზი­ა­ში იყო ოლიმ­პი, ახ­ლა არის წი­წა­მუ­რი, ბირ­ნა­მის ტყე, თუ წი­ნათ იყო სცილ­ლა და ხა­რიბ­და, ახ­ლა არის მა­კა­და­მი, თუ წი­ნათ იყ­ვ­ნენ აქი­ლე­სი და ჰე­რაკ­ლი, ახ­ლა არი­ან ოფე­ლია და ჰამ­ლე­ტი. ის, რა­საც მე ვამ­ბობ სრუ­ლი­ად არ არის მო­უ­ლოდ­ნე­ლი. აქ არის პირ­და­პი­რი ანა­ლო­გია ყო­ფილ ფაქ­ტებ­თან. წი­ნათ პოეტი – შთა­გო­ნე­ბუ­ლი იყო ელ­ლი­ნურ და რო­მა­ულ ღმერ­თე­ბით და გმი­რე­ბით, ახ­ლა ის შთა­გო­ნე­ბუ­ლია წარ­სულ პო­ე­ტე­ბის ფან­ტას­ტი­ურ სა­ხე­ლე­ბით. წი­ნათ პო­ე­ტი შთა­გო­ნე­ბუ­ლი იყო ორ­ფე­ო­სით და ევ­რე­დი­კით, ახ­ლა კი შთა­გო­ნე­ბუ­ლია ბე­ატ­რი­ჩე­თი და ალი­გი­ე­რით. „ღვთა­ებ­რივ კო­მე­დი­ა­ში“ ვირ­გი­ლი­უ­სი ბეატრიჩესთან ერ­თად მომ­ქ­მე­დი პი­რია.

ღმერ­თე­ბის ად­გილს იჭე­რენ პო­ე­ტე­ბი და ძველ ან­ტი­ურ გმი­რე­ბის ად­გილს იკა­ვე­ბენ ახა­ლი გმი­რე­ბი (ოფელია და ჰამ­ლე­ტი).

ამ­ნა­ი­რად  იქ­მ­ნე­ბა ახა­ლი მი­თო­ლო­გია, რომ­ლის გმი­რე­ბი არი­ან არა ღმერ­თე­ბი, არა­მედ პო­ე­ტე­ბი და მათ­გან შექ­მ­ნი­ლი მა­ნე­კე­ნე­ბი.

სრუ­ლი­ად არ არის სა­ჭი­რო, რომ პო­ე­ზია ამო­ი­წუ­როს პო­ე­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბით, ეს სა­ხე­ლე­ბი, რო­გორც მი­თე­ბი, ძვირ­ფა­სია, მაგ­რამ პო­ეტს შე­უძ­ლია შექ­მ­ნას ახა­ლი მი­თი (აშორ­დია, ირ­რუ­ბა­ქი­ძე, ელე­ნე და­რი­ა­ნი, ორ­პი­რი). ახა­ლი მი­თის შექ­მ­ნა უფ­რო ძნე­ლია და მას მე­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს.

ლი­რი­კამ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა სა­ოც­ნე­ბო სა­ხე­ლე­ბი: ის­ტო­რი­უ­ლი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ლიტერატურული, ქა­ლა­ქე­ბის, ძვირ­ფა­სი ქვე­ბის სა­ხე­ლე­ბი და შექ­მ­ნას ამ სა­ხე­ლე­ბი­დან ახა­ლი მი­თე­ბი.

 

II

პო­ე­ტის სა­ხე­ლი ანა­თებს ლი­რი­კა­ში, რო­გორც მე­ტე­ო­რი. ეს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ად­რე იგ­რ­ძ­ნო ტე­ო­ფილ გოტიემ – პირ­ველ­მა პარ­ნა­სელ­მა და ბოდ­ლე­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა. ლე­გენ­და­რუ­ლი სა­ხე­ლე­ბი, რო­გორც ქიმერე­ბი სდა­რა­ჯო­ბენ პო­ე­ზი­ას. ასე­თი სა­ხე­ლე­ბი, რო­გორც ბარ­თ­ლო­მეს ღა­მე, სა­ფი­რო­ნი, პათ­მო­სი, ერესეфესერ, სტრა­დი­ვა­რი­უ­სი, კა­ლი­ოს­ტ­რო უფ­რო აღ­ვი­ძე­ბენ და ახე­ლე­ბენ ფან­ტა­ზი­ას, ვიდ­რე დი­დი ურაგა­ნე­ბი. სა­ჭი­როა სა­ხე­ლი. უსა­ხე­ლო და უავ­ტო­რო პო­ე­ზია პრი­მი­ტუ­ლია. ახა­ლი მი­თო­ლო­გი­ის შექ­მ­ნა­ში დი­დი რო­ლი ითა­მა­შეს „ყან­წე­ლებ­მა“. სა­ხე­ლე­ბის პო­ე­ტი­კა და ახა­ლი მი­თო­ლო­გი­ის პრინ­ცი­პე­ბი შეგნებულად აღი­ა­რა და გა­მო­აცხა­და პირ­ვე­ლად ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტორ­მა (წე­რი­ლი: სა­ხე­ლე­ბის მა­გია – „მეოც­ნე­ბე ნი­ა­მო­რე­ბი“ – წიგ­ნი მე­ექ­ვ­სე; ლექ­სე­ბი: „ჯვა­რის­წე­რე­ბი და­ის­ში“, „და­ი­სი მე­სა­მე“).

ყან­წე­ლე­ბი ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ ლექ­სებ­ში ფრან­გი პო­ე­ტე­ბის სა­ხე­ლებს, რად­გა­ნაც ქმნი­ან ახალ მი­თო­ლო­გი­ას.

ამ ახა­ლი მი­თო­ლო­გი­ის მას­კა­რად­ში „ყან­წე­ლებს“ დი­დი გა­ბე­დუ­ლო­ბით შეჰ­ყავთ ერ­თ­მა­ნე­თი (პა­ო­ლო იაშვილის ლექ­სი – ალი არ­სე­ნიშ­ვილს). შე­იძ­ლე­ბა ეს პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი იყო მსოფ­ლიო პო­ე­ზი­ა­ში, როდესაც პო­ე­ტებ­მა მო­ინ­დო­მეს პი­რა­დი მე­გობ­რო­ბის გაზღაპ­რე­ბა, რო­დე­საც პო­ე­ტებ­მა გარ­დაქ­მ­ნეს ინ­ტი­მო­ბა პო­ე­ზი­ათ და თა­ვის ინ­ტი­მურ გრძნო­ბებს მის­ცეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ლი­რი­კის ხა­სი­ა­თი (ქალ­დეა, „თფილისის ხერ­ხე­მა­ლი“). ინ­ტი­მო­ბა არის ხა­ზი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს ანი­ჭებს „ყან­წე­ლებს“ მსოფ­ლიო პო­ე­ზი­ა­ში. ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სო­ნე­ტი „ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი“ არის ახა­ლი მი­თო­ლო­გი­ის შედევ­რი. იგი­ვე ით­ქ­მის პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის სო­ნეტ­ზე: „ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე“. სო­ნე­ტის დრა­მა­ტი­ზა­ცია უთუ­ოდ „ყან­წე­ლე­ბის“ დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

კო­ლაუ ნა­დი­რა­ძემ შექ­მ­ნა პო­ე­ტის – მა­ნე­კე­ნის მი­თი.

„ყან­წე­ლე­ბის“ პო­ე­ზია (კო­ლომ­ბი­ნა – ნი­ნა მა­ყაშ­ვი­ლი, ტა­ნიტ, ალ­კა, მი­წიშ­ვი­ლის ჩი­ბის) არის ბრწყინ­ვა­ლე გან­თი­ა­დი ახა­ლი მი­თო­ლო­გი­ის, რო­მე­ლიც შემ­დეგ­ში მეტ გან­ვი­თა­რე­ბას მი­ი­ღებს: შალ­ვა აფხა­ი­ძე თა­ვის „ეპი­ტა­ფი­ა­ში“ იგო­ნებს ყან­წე­ლე­ბის სა­ხე­ლებს სიკ­ვ­დი­ლის წინ. სერ­გო კლდი­აშ­ვილ­მა წე­რი­ლის პოსტსკრიპტუ­მი გა­და­აქ­ცია მი­ნი­ა­ტი­უ­რათ და აღ­სა­რე­ბათ, რომ­ლი­თაც ის მი­მარ­თავს „ძვირ­ფას სან­დ­როს“ (სანდრო ცი­რე­კი­ძეს). ქარ­თუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რის უნა­ზეს­მა მო­ცარ­ტ­მა – სან­დ­რო ცი­რე­კი­ძემ გა­მო­აცხა­და სათაუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის სი­ნო­ნი­მათ, სა­თა­უ­რი, რო­გორც სა­ხე­ლი, რო­გორც პო­ე­ტურ შე­მოქ­მე­დე­ბის კალეიდოს­კო­პი.

გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძემ დას­წე­რა „ყან­წე­ლე­ბის“ გე­ნე­ა­ლო­გია, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია გვა­რე­ბის ეს­თე­ტი­კა და ქი­მე­რი­ა­და.

მა­ჩა­ბე­ლი – უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლი შე­მო­დის პო­ე­ზი­ა­ში, რო­გორც მი­თი.

თა­ვის­მ­კ­ვ­ლე­ლე­ბი – სა­გა­ნე­ლი, გრი­შა აბა­ში­ძე – ქარ­თუ­ლი პო­ე­ტუ­რი მი­თო­ლო­გი­ის გმი­რე­ბი არი­ან. რო­გორც ტო­მას ჩა­ტერ­ტონ­მა გა­მო­ი­გო­ნა მე-14 სა­უ­კუ­ნის პო­ე­ტის – რო­უ­ლე­ის მი­თი, ისე ერ­თ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ეტ­მა გა­მო­ი­გო­ნა ელე­ნე და­რი­ა­ნის მი­თი.

ქარ­თულ­მა პო­ე­ზი­ამ უნ­და შექ­მ­ნას რუს­თა­ვე­ლის მი­თი.

ყან­წე­ლე­ბი არ უც­დი­ან მო­მა­ვალ პო­ე­ტებს, რო­მელ­ნიც გა­აზღაპ­რე­ბენ მათ, რო­გორც ღმერ­თებს და გმი­რებს და თვი­თონ შეჰ­ყავთ პო­ე­ზი­ა­ში ერ­თ­მა­ნე­თის პი­როვ­ნე­ბა, რო­გორც პო­ე­ტუ­რი სა­ხე, თვი­თონ ქმნი­ან ერ­თ­მა­ნე­თის მი­თებს და სიმ­ბო­ლო­ებს. მა­თი იდე­ა­ლია фან­ტას­მა­გო­რია და მი­თი.

ბოდ­ლერ­მა დას­წე­რა მთე­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვა ცნო­ბილ ოპიოфაგ­ზე – დე-კ­ვინ­სი­ზე და მხო­ლოდ ტი­ცი­ან ტა­ბი­ძემ შე­იყ­ვა­ნა პო­ე­ზი­ა­ში დე-კვინ­სის ყვი­თე­ლი მა­ლა­ე­ლი („ბირ­ნა­მის ტყე“). დი­დი გა­ბე­დუ­ლო­ბის შე­დევ­რია ეს მოჩ­ვე­ნე­ბა: „და ოფე­ლი­ამ თვა­ლი მო­ავ­ლო, ვა­ლე­რი­ან­მა გამ­ლეტს გა­არ­ტყა“.

„და­ი­სე­ბის“ ავ­ტორ­მა მო­იწ­ვია თვი­თონ დე-კვინ­სი და­ი­სე­ბის მას­კა­რად­ში (მო­ხე­ტი­ა­ლე პა­რა­დი­ზი).

ფრან­გი პო­ე­ტე­ბი ყან­წე­ლე­ბის ლექ­სებ­ში მე­ო­რე და­ბა­დე­ბას და მე­ო­რე ყოფ­ნას გა­ნიც­დი­ან სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ.

ეს ახა­ლი მი­თო­ლო­გია არის და უეჭ­ვე­ლად იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი საშ­ვა­ლე­ბა ახა­ლი პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ე­ბის, სიმბოლოების, მი­თე­ბის და ახა­ლი პან­თე­ო­ნის შექ­მ­ნი­სათ­ვის.