შემოქმედება – Page 68 – Blue Horns
January 1, 1912

მაინც ის მიყვარს!..

ნუ, ჩემო კარგო, ნუღარ მეტყვი, ვითომ მიყვარდე… ვერ მოაშოროს მაგ სიტყვებმა სულს სევდის ბადე… ტანჯვა აკლია, ტანჯვით გაზდილს ჩემს უბედურ სულს… ის ბოდვა იყო, რომ ვეძახდი […]
January 1, 1912

სერენადა

ძღვნათ ი–ს   კვალად მოცოცხლდა სული მგზნებარე, ოდეს დაღვარა ცრემლი მდუღარე!.. ცრემლი საზდოა სიყვარულისა, ცრემლი შვებაა მაშვრალთ სულისა… ილხენდე, სულო! რა არის სევდა გაზახულისა დღესასწაულზე?.. მოკვდა […]
January 1, 1912

მკვდარი ლეგენდა

ტკბილმა ოცნებამ დიდხანს მაჯერა, რომ ვიპოვიდი ქვეყნად სამოთხეს; მაგრამ მოვტყუვდი – და ბედისწერა, ვიცი, მიმაფრენს არყოფნის კუთხეს… „გუშინ“ არ მახსოვს… „ხვალე“ გავს უფსკრულს… რაა ცხოვრება?.. მკვდარი […]
January 1, 1912

Nocturne

ძღვნად ს. აბაშელს   ღამეა, ღამე. კოლხეთის მთები, როგორც გეტერა, სდგანან ტიტვლები. მწუხრის ნიავი ვნებიან ზღაპარს ეჩურჩულება მძინარე მთაბარს, სიჩუმე სტირის მარტოობისგან, სიჩუმე სტირის ამ ნათელ […]
November 9, 1911

ილიას შეუგნებელი შემოქმედება „კაცია-ადამიანი?!“ში

ბატონებო! როდესაც ილიასა და აკაკის უპირისპირებენ ერთმანეთს, მათ ჩვეულებრივათ ასეთ განმარტებას აძლევენ. ილიამ იცის და ქმნისო და აკაკი ქმნის და თავის შემოქმედებას მერე ეცნობაო. უფრო მარტივათ […]
October 4, 1911

ინდივიდუალიზმი

ჩვენ ახალგაზრდა მწერლებს ჩვეულებრივათ ორ ბანაკათ ყოფენ. ერთი ბანაკი სრულ უიმედობას შეუპყრია, ხოლო მეორე, აწმყოთი უკმაყოფილო, მომავალს ოქრო-მკედით ქარგავს. პირველნი მეტის მეტი ინდივიდუალისტები არიან, ყველაფერს საკუთარი […]
May 16, 1911

პროზაიული ნაწყვეტები სანდროსი (ა. ცირეკიძე)

ორი სურათი I სიჩუმეა. არავითარი ხმა არ ისმის. სდუმს მთვარეც. იგი უღრუბლო, ვარსკვლავებით მოჭედილ ციდან თითქოს დაჰღიმის მიწას. მთვარე იღიმება, მე თვით ვუმზერ, იღიმება, მაგრამ მისი […]
March 12, 1911

„ღმერთო, ღმერთო…“

ცრემლის ცხარე ნაკადული, გულში სევდა ჩაქარგული, უიმედო სიყვარული – არ მშორდება, სულ თან დამდევს… სულის ლტოლვა სწრაფად ქრება, ჩემი ვარდი ნორჩათ ჭკნება… ვაგლახ!.. რაღა მეშველება? ვინ […]
January 1, 1911

ჰანგი ახალი

I სულის დემონი, სულის სატანა, არყოფნის ღამეს თან გაჰყვა თანა, ტანჯვის სამყოფელს დავშორდი სოფელს, ცოდვის სავანეს, სულის შემხუთველს. ზეცამ მომიხმო სოფლად ტანჯული, მადონნას თმები ჩანგს მოექსოვა, […]