შემოქმედება – Page 64 – Blue Horns
January 1, 1916

სოსიკოს

Бараташвили Сосико შენი სიცილი, მზის სიცილია, შენის ღიმილით მორცხვობს თვით მთვარე; და ამის შემდგომ კი სირცხვილია, კიდევ რომ მკითხონ: რად შეგიყვარე!  
January 1, 1916

შენი თვალები

შენი თვალები ოკეანეა, შემოისრული წარბ-წამწამებით, ის სანეტარო ფიქრთ სავანეა – ჯოჯოხეთია თვისი წამებით!   მაგრე ვარსკვლავნიც არ კრთიან ცაზე, – სასწაულია შენი თვალები, და მითხარ ჩემო: […]
January 1, 1916

მეგობარს!

როს ხანდახან მიპყრობს სევდა და შავ ფიქთა ზღვასა ვმონებ,- მაშინ, ჩემ ფიქრთ მოზიარევ, მეგობარო შენ გიგონებ. სიხარულის რითმებსა ვწნავ იმედებით მომავალზე, და აღვსილი ნეტარებით, ვოცნებობ ჩვენ […]
January 1, 1916

მარტოობა

მარტოობამ მომცა აზრი საოცნებო, როგორც მთვარე, – მარტოობამ შემიყვარა. – მარტოობა შევიყვარე! მარტოობამ მომაჩვენა ტურფა სახე ცის ასულის, მარტოობით განვიცადე არსებობა ჩემი სულის. ჩემთვის მყუდრო მარტოობა […]
November 3, 1915

ლურჯთვალა

იყო და არა იყო რა, ჩემს დედოფალზე უკეთესი ვინ იქნებოდა. მყინვარის წვერზე ბროლის კოშკი როა, იქ სცხოვრობდა დედოფალი, რომელიც ჯერ არავის ენახა. მარტო მის თვალთა ლურჯი […]
May 11, 1915

 ძვირფას მამას

 სალამს გიძღვნით, ჩვენო მამავ, სალამს შვილურს და მოწაფურს, შენს დათოვლილ ჭაღარა თმებს დავასხურებთ სურნელ-ქაფურს!   შენ უდრეკათ განვლე შარა, შარა ტანჯვის, შარა გრძელი – და ცხოვრების […]
March 12, 1915

სტიროდენ

სტიროდენ ერთად ჭიანურები და სალამური ტკბილი ხმიანი; სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები, თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.   ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით; – […]
March 12, 1915

სონეტი ვალერიან გაფრინდაშვილს

მაგ თვალთა ცქერას უხარია მწველი სახე მზის, შენ გსურს იწამო გრძნეულ სიტყვის მეფური ძალა… მძინარ მიდამოს მწუხრის ჩადრი ჩამოეცალა და გაჩნდა მხარე გამარჯვების და განახლების.   […]
March 12, 1915

სონეტი ელლის

სონეტით მინდა, ჩემი გრძნობა შენდამი ელლი შენს სულს გადავცე!.. მაგონდება სოფელი შორი; ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი. იყავი ნაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.   მე შემიყვარდი… […]