ხშირია სიჩუმე ოთახის სტუმარი, წვიმის დროს მოვა და დილამდის დარჩება, ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი… ცისფერი ოთახი წითლად იფარჩება. მივდივარ ბუხართან; რა მინდა! რა ვიცი! ელავენ, თბებიან […]
ექსპრომტი ი. გრიშაშვილს შუაღამე გადაცურდა და დრო დადგა ტურფა ძილის, მაგრამ მაინც ისევ გვსურდა ჩვენ მოსმენა გრიშაშვილის, მაგრამ იგი გაუარდა და არ ვიცით – […]
ქალაქში სიცხე იყო. რეტიან ფიქრებს მზე აწვალებდა და ახრჩობდა ცხელ ნიაღვარში: (ავია, როცა წითელ გველებს მზე შემოიკრებს, და დაიქცევა მკბენარ სისხლად ქუჩების ღარში). ქალაქში სიცხე იყო. […]
საქართველოს მგოსნებს, ყველა მეოცნებეს, ქართველ ხალხს! ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება! მრავალის სასიკვდილოთ გავჩნდით ჩვენ ბინძურ მზით გამ¬თბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაჰკარგა შვენება სითამამისა. საქართველოს ლანდურ არსებას […]
ვინ არის სარკის უფსკრულიდან რომ მევლინება, ვისი თვალები ემუქრება ჩემს ფერმკრთალ თვალებს? ნუ თუ მე მიცქერს საკუთარი ჩემი ჩვენება, ნუ თუ ჩემს გულში მისტიური შიში იალებს? […]
ეს უცხო ღამე, ვით შავი ძაღლი, დაეძებს, ყნოსავს უხილავ ვარდებს. სანამ ვარსკვლავობს ცისა სიმაღლე, ყვავილებ შორის ის ინავარდებს. იდუმალ ცაზე მთვარე უძრავი ბნელი ღრუბლების კრთომით […]
ავანთებ სანთელს ვრუბელის წინ, მოთენთილ ხელით, გადავშლი ბოდლერს, გადვიკითხავ მის „მარტოობას“. მეტყვიან ლანდნი, უცხო ლანდნი: „ჩვენ შენ მოგელით“, შემოგვიერთდი, ახლობელო, გიცხადებთ ძმობას. ჩვენ შეგვიყვარდა შენი […]