როცა მოკვდება მზის სიმღერის ცეცხლის ტონები და ქუჩაბანდი ატირდება ღამის ტრაურით, მე ქალაქისკენ დავეშვები ჩუმი ხმაურით, – თუმც მანათებენ გასაცემად ელექტრონები. ხავერდის ქალი, საკრამანგით ოქრომქონები, […]
სიკვდილის სუნთქვა აფართოებს ღამის ლაყუჩებს, ზვიად გუმანით ვიარები გიჟთ მუშაბახი, მაქეზებს ჟინი რაყიფობოს სახელ ნაბახი, მაგრამ საზღვარი ღელვილ გრძნობებს უხმოთ აყუჩებს, ხავერდის ქალი აბოროტებს ქალაქს […]
მე მაგონდება არაბეთი: ქალაქი ღაზო. წმიდა მეჩეთი, შადრევანი და მინარეტი. სადაც ჩადრებში დადიოდა ლეილა ნაზო და მუეძინი გვეძახოდა მოხრილ მთვარეთი. გაგიჟებული ვარ ყაისის გამოცხადებით. მისი […]
ქვრივ ოთახებში მაშინებს ღამე მკვდარი სიჩუმის შავ გარინდებით. უბედურება ტრიალებს სახლში და მემუქრება მხუთავ ბინდებით, უძილო ღამით, მარტოობაში ყურებთან უკრავს დაფ-დაირები… მოდის ვიღაცა ორკუზიანი და […]
ჩვენთან მოსვლისას მეტყველებდი ვაზის ჯვრის მცველი, მაყვლის ფოთლები შენ გიწევდნენ სახლის ყავრობას; საკვირველია, – სარკინეთზე არმაზი მწველი – დასძლია მეფე მირიანის შენ წარმართობა. ქრისტიანობით აგვირგვინებ მისნურ […]
ო, რომ იცოდე, ქალბატონო, ეგ სილამაზე, რარიგ მაღელვებს დათალხული, ჟინამღვრეული, არ ისურვებდი, წაგეკითხა ძველი რვეული, არ მამღერებდი თავიდანვე ნოტებს გამმაზე. ღამის ოთახში მიმიწვევდი ფარულ დრამაზე, […]
ზეცა შემოდგომის ღრუბლით ნათვალწუნი, ო, ვეღარ იტანს ყოველდღიურ მენსტრუაციებს. ხშირად ფერმკრთალდება ის როგორც ქალწული. ამბობს ბარომეტრი: ძველ მზეს თუ აციებს. ძველ მზეს თუ აციებს! ჰაერი მძიმდება. […]
შევხვდებით ხშირად საღამოში პარალერულად. ხართ მარმარილოს მთვარეული, მკრთალი პუდრებით. მომესალმება ეგ თვალები მწვანედ, ველურად, რომ გეოცნებო ჩემს მომდურავს განსაკუთრებით. ვინ დაგვაშორა უმიზეზოდ ბავშვები წმიდა! ქალწულ […]