ლამაზ ქალივით შემიყვარდა სონეტის ფორმა. მოშვილდულ რკალში ოქროთვალით მეტად კარგია. მეფურ ჯირითის კამანდები ჩვენ ვიცით ორმა და მონადირეს ტყეში თავი არ დამკარგვია. შერჩეულ სხეულს ეს […]
ვერსად ვერ წავალ! ამ ქვეყანას ვინ გაექცევა! ჩემი ოცნება ავათმყოფი აკვდება ფანჯრებს… ეს კახპა მთვარე ვის ატყუებს თაღლითურ ქცევით! ცბიერი ეშხით რომ ეკვრება ღრუბლების ნაჭრებს!? […]
როცა ოცნება დაქანდება, ვით შევარდენი, და ჩემი ცქერა თეთრ ლოდინში ანავარდდება, შორეულ ტრფობის სურნელება კვლავ მარადდება, და უცნობ ქალის მოჩვენებას მე ვეღარ ვდევნი. მაგრამ გვაშორებს […]
მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემ თავს მოვესაუბრო (უძილო ღამით ყველას საქმე გამოუჩდება). ვფიქრობ, ჩემ სიტყვებს დაედება პატივი უფრო, თუ უსარგებლოთ ჩემი ნიჭი არ გაფუჭდება. ჩემსა სამშობლოს, […]
მწვანე თვალებში უპოვიათ სადგური ბინდებს; მძიმე აბრეშუმს გადუყრია ნაოჭი წელზე; ეგებ ტურნირი გაემართათ თქვენთვის რაინდებს, და სათარეშოთ გასულიყვნენ რაშებით ველზე. ღამის ბადეში შეიჭრებით, ვით ჯეირანი, […]
შეაშრიალებ ლოტოსს – მარაოს და გადაფანტავ ხელის ფირუზებს. მე მომაგონებს სიტყვა ფარაონს, ცხელ სიკომორებს და პაპირუსებს. ვით გახელება სავსე მოზვერის, რითმამ ავხორცად კვლავ მიმიზიდა. დგება […]
მიყვარს, მიყვარს, დიდებული მთაწმინდა, რამაც ფიქრი არეული დაწმინდა; ეგ სახელი დიდ ილიას მაგონებს, მისი ბედი მეცა მწვავს და მაღონებს. წიწამურის წამებული მგოსანი, თმა ჭაღარა მარად ჭარმაგოსანი. […]