შემოქმედება – Page 40 – Blue Horns
March 12, 1920

პასუხად მრეწველების სუფრას

ჭიათურას ამერიკა დასარბევად შეესია, მაგრამ მაინც თქვენს სიმტკიცეს ვერ გატეხავს კონცენსია.   ქვის გაზიდვით ჰარიმანმა იქნებ ბევრი შეიძინოს, მაგრამ იგი ვერ გაზიდავს ქართულ ლხინს და ქართულ […]
February 28, 1920

ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად

ამაღამ, მგონი, იქნება ქარი!.. ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი! დაღონებული წავიდა ქმარი, და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.   დიდი ხანია ამ ბუხრის ალში ტკივილით იწვის ჩემი ოცნება… ქმარმა […]
February 26, 1920

“მთვრალი ხომალდი”, არტურ რემბო

მთვრალი ხომალდი   როცა უვნებო მდინარეებს გადავდიოდი აღარ მათრევდენ, ამას ვგრძნობდი, მძიმე გიდები: იღებდენ მიზნათ მათ მყვირალა წითელკანები, და ტიტველ ტანებს მიაკრავდენ ფერად სვეტებზე.   მე […]
January 7, 1920

შერიგება

დღეს შემოდგომის მახარებს ფერი, გახუნებული ზეცა და ველი. თვალებით მინდვრებს მოვეფერები და მინდა ნაზად გადუსვა ხელი.   მე თქვენთან ყოფნა მათვინიერებს ფართეხმიანო, დიდო ჭანდრებო, თქვენს ახლო […]
January 2, 1920

ღვთისმშობელი პროსპექტზე

ხ. თ-ს.   ის ამ პროსპექტზე გამოივლის ყოველთვის მშვიდი და გამოყვება სათუთ მცველად თეთრი არაკი, მოეფინება მკრთალ ვიტრინებს წმინდა ლარნაკი. ო, მის თვალებში გიშერია და პანაშვიდი. […]
January 1, 1920

ატორტმანებული სიზმარი

ჩემი ოცნება სიზმარშიაც კი ლესავს ისრებს, და ძილის ფსკერზე ატორტმანებს შავ მყუდროებას, ძილშიაც იბრძვის და ქიმერებს უგრეხავს კისრებს, მოუსვენარი, არ ასვენებს მოხუც დროებას.   …და სიზმარეთში […]
January 1, 1920

პირველი მარტი

ჩემს ძაღლს ემირს   პირველი მარტი! (მოვიგონოთ მთვარე ნაკლული), ცოტათი გვასწრებს კალენდარი ახალი სტილით. ყველას გაგვწვდება დღეს ქალაქში ხორცი დაკლული: ყველა ვიშოვით სანოვაგეს სულ ახალს დილით. […]
January 1, 1920

მისტერია ფოთლების

ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში. ვინ დასთვლის ფოთლებს მთვარიან ღამით. დაჰქრის ტყე-ველათ სიკვდილის მარში და მთვარემ მორწყო ღამე ბალღამით.   ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში! ცივ ნიაღვარში სწრაფათ […]
January 1, 1920

მალაელი დირიჟორი

 სდგას როიალი შავფრთიანი და მიუწვდომი, როგორც ქიმერა მედიდური და ჯავაირი; მაცდურობს რამპა იმართება სცენა ფანტომი; მოდიან კრძალვით აქტიორები ნაირ-ნაირი. მოველით მარტო სიბნელეში განწირულ კონცერტს; ტორტმანობს შავათ […]