შემოქმედება – Page 26 – Blue Horns
January 1, 1926

იმერეთი

შენ ვეღარ გიმზერ, ჩემი სიმღერა აღარ მოესმის შენს ცისფერ ველებს! მე მშობლიური დავკარგე კერაც, და მაინც გიწვდი ალერსით ხელებს.   რათ მაგონდება ასე უღმერთოთ შენი თხემები […]
January 1, 1926

 II. ღამე ანაპაში

გიორგი ლეონიძეს   ამოდის მთვარე და მიხარია, ისე წააგავს ტფილისი მთვარეს. თითქოს იცინის ვერაზე ქარი და ვითვლი ცაზე თამარის თვალებს. მაინც რა არის ეს შორი ველი. […]
January 1, 1926

გემი „ლენინი“-თ

ლეწავდა ტალღებს გემი „ლენინი“ და ქარიშხალი მიჰქონდა ძირით. თითქოს სკდებოდა ზღვა – მოფენილი დიოსკურიის სქელი ქვირითით. მზე იყო როგორც მედეას ძუძუ და მთვარე როგორც თაფლი დაღვრილი. […]
December 15, 1925

მეორე საგლეხო მომგებიანი სესხი

1 ეს ლექსი გლეხებს ეხება და მოისმინოს გლეხებმა.   დრო მეფეების წავიდა, ის მოვიცილეთ თავიდან.   დღეს აღარ არის ვერანი მამასახლისი, მწერალი.   მგელივით რომ გვიყურებდა […]
April 5, 1925

მორიგი საკითხი  II. „საქართველო უმენშევიზმოთ

პოლიტიკაში საჭიროა იცოდე: რა გინდა, რა გსურს, რა გაბრძოლებს, უამისოდ ყოველგვარი პოლიტიკა მკვდარია და განწირული. ტაკტიკა, გზა, საშვალება იცვლება ყოველ მოხვეულში. მაგრამ უმთავრესი მიზანი და მისწრაფების […]
March 12, 1925

კავშირში

ერთი ცუდი საქმე მოხდა: გაბაშვილი – ბერელაშვილს აღარ აძლევს არსად საშველს. ამბობს: შენი ძაღლი კოხტა როდის დაყრის ლეკვებს ნეტა, ეხლა „ჯიპსი“ მომწონს მეტად, უფრო მომდის ეხლა […]
February 28, 1925

კოლაუ ნადირაძეს – მიმართვა მეგობრებს

ამბობენ: დიდად განთქმულია ერთი მოლაო, უსმენენ დიდი ყურადღებით წმინდა მეჩეტში, მას არ დარჩება უკან, ძმანო, ჩვენი კოლაუ, უყვარს მას ღვინო, ხან გავლა და ხან გამოვლაო, მთელი […]
February 28, 1925

ეთიმ გურჯს

(ექსპრომტი)   დღეს პირველად ვნახე ხალხის ეთიმი, ის ყოფილა ჩვენი გულის ექიმი. ღვინო, ლექსი არის მისი ადათი და ქონება – ერთი შავი ნაბადი.   მესმის მისი […]
January 1, 1925

თოვს

თოვს, ეს სიჩუმე და სისუფთავე მე ძველებურად აღარ მახარებს!.. მე ჩემ სიმღერას უკვე ვათავებ და ჩუმათ ვრაზავ გაღებულ კარებს.   ეს სისპეტაკე, ფიქრებს რომ აჰყვა, მე […]