შემოქმედება – Page 20 – Blue Horns
January 1, 1933

დილა

დილამ დაასწრო ჩასაფრებულ ფიქრის სიმარდეს, სიჩუმე ქვიშას ეფინება გამთბარ წუთებად; ხელისგულიდან სიო ძირს რომ გადამივარდეს, მწვანე ბალახში წივილივით დაფაცურდება!   საბავშვო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა, […]
August 4, 1932

გამოთხოვება შემოდგომამდე

ერთმანეთისთვის გაუგებარი, ვიცი, რომ ჩემში ვიღაც ამღერდა ლექსებით მთქმელი და მაქებარი, მე კიდევ მოვალ ლექსებით სავსე და თუ არ გინდა პოეტის გლოვა, შემოდგომამდე ნუ გამცვლი სხვაზე […]
March 13, 1932

პოემიდან „მიმართვა მეგობრებს“ !!!

კოლაუ ნადირაძეს (პოემიდან „მიმართვა მეგობრებს“)   როგორც ზეციდან მტრედების ჯოგი მიწაზე ჰფანტავს უნაზეს ჩეროს, როგორც ურმული გადადის ბოგირს და ოდნავ არხევს ნაძვების წვეროს, როგორც დასტოვებს ალაზნის […]
March 12, 1932

ჭადრაკის ქართველ ოსტატს, ვიქტორ გოგლიძეს

შევხვდებით ერთმანეთს, ვხედავ, რომ ჩალაგდა ყოველი პაიკი შემტეველ რაზმებად, და „მეფე“ ბრძოლების განწირულ ალაგთან თანდათან შებოჭეს რკინების თასმებმა.   ვსაუბრობთ… მე ვფიქრობ: – ნეტა, რას ჩაწერდა […]
March 12, 1932

როგორც აფრის ტკაცუნი

მაინც რად მინდა მეტი დასტური გარდა იმისა, რომ დილა მეხნა, ვარ როგორც ღვინო ალადასტური, და მიხარია ფათური ქვეყნად.   მორთმეულია სამყარო გობით, მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა, […]
March 12, 1932

მაგიდა – ჩემი პარნასი

თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს, ქაღალდზე მარდად დაჰქრიან თითები, და როგორც შუქზე მოფრენა მწერის ისე მსუბუქად მოცურდნენ რითმები.   მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი აავსებს წერილს წუხანდელ […]
February 28, 1932

ლირიკული მისამართები

წიგნიდან „ლირიკული დღიური“ ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი მე არ მიგრძვნია – და ეს სიბრძნე დამბუდებია, მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორც გელი ჩემი […]
February 28, 1932

ბაღის ამბავი

დავითენთები, მომინდება ამინდის სინჯვა, ბევრი ნდომია მუშაობა ლექსების ბერტყვას, დავხედავ ბაღში, წვიმა ცვივა კრიალა ბრინჯად, წვიმა, რომელიც მომაგონებს მოვარდნილ სეტყვას.   შემდეგ ამ წვიმას საღამომდე სიჩუმე […]
January 1, 1932

ბუნების ენა

როცა საღამოს ფართო წამწამებს დაეკიდება ალმასთა მძივი, და მაღალ ვერხვებს ააკამკამებს ღამის მნათობთა შეხება ცივი, –   როს დედამიწის და ზეცის შორის ამოშენდება ბროლის სვეტები და […]