პოეზია – Page 52 – Blue Horns
January 1, 1916

მარტოობა

მარტოობამ მომცა აზრი საოცნებო, როგორც მთვარე, – მარტოობამ შემიყვარა. – მარტოობა შევიყვარე! მარტოობამ მომაჩვენა ტურფა სახე ცის ასულის, მარტოობით განვიცადე არსებობა ჩემი სულის. ჩემთვის მყუდრო მარტოობა […]
May 11, 1915

 ძვირფას მამას

 სალამს გიძღვნით, ჩვენო მამავ, სალამს შვილურს და მოწაფურს, შენს დათოვლილ ჭაღარა თმებს დავასხურებთ სურნელ-ქაფურს!   შენ უდრეკათ განვლე შარა, შარა ტანჯვის, შარა გრძელი – და ცხოვრების […]
March 12, 1915

სტიროდენ

სტიროდენ ერთად ჭიანურები და სალამური ტკბილი ხმიანი; სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები, თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.   ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით; – […]
March 12, 1915

სონეტი ვალერიან გაფრინდაშვილს

მაგ თვალთა ცქერას უხარია მწველი სახე მზის, შენ გსურს იწამო გრძნეულ სიტყვის მეფური ძალა… მძინარ მიდამოს მწუხრის ჩადრი ჩამოეცალა და გაჩნდა მხარე გამარჯვების და განახლების.   […]
March 12, 1915

სონეტი ელლის

სონეტით მინდა, ჩემი გრძნობა შენდამი ელლი შენს სულს გადავცე!.. მაგონდება სოფელი შორი; ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი. იყავი ნაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.   მე შემიყვარდი… […]
March 12, 1915

მეფის ქორწილი

ტრიოლეტები   I ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი, ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო; მეფემ დედოფალს მიაწოდა მეფური თასი. ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი. ტახტის […]
March 12, 1915

კონსტანტინე ბალმონტს

წითელი რაშებით მზის სხივი დღეს მოდის, დღეს მსურს მას ესმოდეს: გულში სიხარულის ხმაა დაფარული, ბალმონტს ჩვენი ვარდი, ბალმონტს ჩვენი ქება, ჩვენი სიყვარული.   დაუდგათ ფერიებს დილა […]
February 28, 1915

ძახილი

ძახილი   მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამ წყება… მარგალიტები, იაგუნდები… არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება! არ დაბრუნდები? თეთრ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე, სევდიანია ღამე მძინარი; […]
February 28, 1915

ჩემი თავადი

გათავდა ნადიმი. სად არის მხლებელი? ცხენები მზად არის? – „თავადო გელით“. ძვირფასი ყვავილი, ჯერ ხელუხლებელი თავადმა გადმომცა მთრთოლვარე ხელით.   – „უთქვენოდ შესწუხდა, დაბნელდა დარბაზი“. – […]