სულის ლეგენდა! მზე მოდიოდა….. სხივს მოქონდა შვება დილისა, განცდა ღვთაების, სულის რწმენა სიყმაწვილისა. შვენოდა ყვავილს მკერდის რხევა მიცვარულისა და გულს უმანკოს ზეიმობა სიყვარულისა! II […]
ავსწიე ფარდა, და მაისმა აკოცა მინას, ვინც მე მიყვარდა ის ჩემთან არი და ჩემთან სძინავს, ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს მე დავკოცნი მას, და სხვა სახელზე მე […]
წითელი ხარის ნაძოვზე ბალახი აღარ ამოდის – ნაცეცხლარი. ხალხური სიმბოლიკა ყვითელი რქებით წითელი ხარი, ცხელი და ჩქარი, ვადიდოთ ქებით. ცეცხლიან ყვავილებში მოჩვენება წითელი […]
როგორ მაშინებს ჩვენს სოფელში მე დაბინდება, სიჩუმე მოდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან; მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება, არ ვიცი სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან. […]
მალარმე ის იყო თეთრი თავახრილი და ოქროპირი, უცხო სიტყვები ვით გედები მან ადიადა. მისთვის ოცნება იყო მკაცრი იროდიადა, და იყო მარტო სილამაზის ძვირფასი გმირი. როგორც სტუმარი, […]
ნოხთა ყვავილებს გადაესხა ოქროს სასხური, მაგრამ დედოფალს ჯერ არ სძინავს და თეთრად ელის, პირამიდებში გაიფანტა ნისლი სიბნელის და კიდევ ერთხელ მოშვილდაობს მეფის მსახური, დღეს სხვანაირი: ფერწასული […]
* * * პაოლო იაშვილს – მომეწყინა ყვითელი დანტე, ვაქებდი შექსპირს – მაგრამ ფარდა!.. შექსპირს უარი!.. რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთხოვენი მხოლოდ ყრუ არი, და რომ […]
წვიმა და წვიმა. ცივი ველი, გამხდარი ლანდი. ვინ არი ლანდი?.. გზა სად არი?.. გამხდარ ლანდს სცივა, უნდოდა ბინა… გაციებულს დააგვიანდა, გაყინულ კვნესით დიდხანს ივლის და ვერსად […]