პოეზია – Page 44 – Blue Horns
January 30, 1917

ვერსალი წვიმაში

დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში. მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა. საღამოს ლანდები კრთიან ოთახებში. დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში. მძიმეა სიჩუმე სასახლის თაღებში. ვინ იცის დედოფალს რათ გაეღიმა! დაცვივდნენ […]
January 1, 1917

ლანდები

გეძებე… გიხმე… სიცოცხლეო, არსად არ სჩანდი, და მივდიოდი თეთრ ბილიკზე გულ-დაკოდილი, მარტოდ მოარულს თან დამდევდა მე შენი ლანდი! როგორც, რომ ჰამლეტს მოცახცახე მამის აჩრილი! და მეპარვოდა […]
January 1, 1917

სექსტინა

სახრჩობელებზე ჩამომხრჩვალი ღამის წამები. ვიხუტებ მთვარეს და დავეძებ მშვენიერებას. მათბობს ტკივილით საკუთარი სულის წამება, ჩემ ბოროტ სხეულს მე დაუწყებ ისევ ფერებას. უფსკრულის პირზე სიარული არ მენანება: […]
January 1, 1917

ოცნება საქართველოზე

სანდრო ცირეკიძეს   დავიწყებული ძველი ფონები და ნანგრევები დიდ ციხეების: ჩვენი დიდება მოსაგონები, ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.   შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი… მოთაფლისფერო სახე მამების; და […]
January 1, 1917

თეთრი ანგელოზი

თეთრი ანგელოზი მწუხარე თვალებით ქალაქს მოევლინა ციურ ბრწყინვალებით.   ციური ჰანგის ხმა ქუჩებში გაისმა და ქვები ლალისფრად შეღება დაისმა.   შორს გადაიკარგა თეთრი მოჩვენება, მხოლოთ ღვთაებრივი […]
January 1, 1917

დისონანსები

ხშირათ გიყურებთ გატაცებით და აღელვებით, მხიბლავთ და მათრობს თქვენი ტანის მალული ვნება, როგორც ორი ტბა დაჩრდილული მაღალ ალვებით – შავია ცივათ მაგ თვალების აელვარება.   კეკლუცი […]
January 1, 1917

ქარაგმები

ბრძოლა ცეცხლის დელგმაში სპათა ლანდები, ზღვის ტაფობიდან ტყვია თქეშური, ღრუბლის სრბოლაში შხამ-ქამანდები, ომის ტრფობიდან მომფეთქე შური! ბრძოლა სხვა ხელის იარაღებით ზის ამ ორ ძალად ჩაუქ ჰუნეზე, […]
January 1, 1917

შემოდგომა იმერეთის სოფელში

ჰა, დღემაც მოიკლო, წავიდნენ მერცხლები. ნაზი სექტემბერი გვეწვია ბაღებში. ცა დამაჭრებული მთვარით ივერცხლება, ხეხილის სურნელი დადგა ოთახებში.   ლეღვი და ყურძენი, შემწვარი სიმინდი, ყვითელი ატამი, ხავერდის […]
January 1, 1917

მონასიბი

დილაბინდზე ვლექსაობდი ერთხელ მონასიბათ და სცვიოდა მზის რითმები შაირს მონათიბათ. მე ვქარგავდი: ასხივებდა ვარდათ თალხი ჩრდილო, იქორწინებს თიბათვეში ჩემი საგაზრდილო! წითელ დროშით რაინდები პალატს შემოსარავს. ყვითელ […]