ქართველ მხედრებს შესწყდა ლანდების მუნჯი ზმანება, ფარაჯამ სცვალა ტანზე მარმაში, დღეს ერთი მატკბობს: მკვეთრი ბრძანება, ჩემს შეყვარებულ ცივ ყაზარმაში! მთავარსარდალო! მალე რაშები… ნუ გვახსოვს […]
ოფელიას ორდენის კავალერს შენ როცა გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში, თმებს გიხელს შენი ოფელია მწვანე თითებით. იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით. გაახელ თვალებს, […]
სონეტი (კოკაინის ბუში) მე ვეტყვი ვინმეს: „ჩემს სონეტებს რად არ აფასებ“ მერე უეცრად: „თამარ იყო ჩემი დობილი“… ვსთხოვ საწყალივით – შესვას ჩემი შესანდობელი, და თავს […]
კოლაუ ნადირაძეს ვერლენს სციოდა, დადიოდა გაუპარსავი, უნდოდა საწყალს ბედის კვალი გამოეცვალა; მას ღვთისმშობელი შეუყვარდა ობოლ დასავით და შველა თხოვა, როცა ღამის ჯვარზე ეწვალა. მისჯილი […]
ჯერ არ დამცხრალა ჯიუტი ომი, დაუდგრომელი, ქარივით მკვეთრი და ატორტმანდა ჩვენი ბათომი მწვანე ბათომი მაისის ხვედრი. სულთანის ხარბი და ჭროღა თვალი უცქერს ქალაქო შენს ნოხურ […]
ვაგონი ცხენებით. ხუთი გუსარი. აწყურისაკენ. აპრილი. 1918 წელი გაცოცხლდა შენი უცნაურობა, გადაქცეულო მარჯნების ხვავად; და რჩება ჩვენი მოგზაურობა სიკვდილის დღისთვის შესანახავად. ჰფანტავდა კვამლსა მატარებელი, აყვავებული […]
ნიკო ლორთქიფანიძეს ხარ მოელვარე ვით სატევარი, ემორჩილები მზეს და იადონს, მომეცი ნება, როგორც მწევარი, ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს. გაგიძნელდება ქვეყნის დანდობა, მაგრამ ხარ მუდამ კეთილშობილი. […]
ფრაგმენტი „ტრიპტიხი“-დან ტრიოლეტი II თვით ჰანიბალიც ისურვებდა შენსა ხასობას, და კართაგენში წაგიყვანდა სასიყვარულოთ!.. იქ შენთვის მთვარე დაიწყებდა ცივ ალმასობას; თვით ჰანიბალიც ისურვებდა შენსა ხასობას! შენ […]
და ისევ ღამე, ისევ წვიმა ფეხის ხმაურით; ვერ გადურჩები შემოდგომის მე ნაკლულ დღეებს! და მაწანწალა ჩემი სული – ნათრევი ყურით – კიდევ გამოცდის შეყვარების მწარე სიცხეებს. […]