პოეზია – Page 37 – Blue Horns
January 1, 1919

მგლოვიარე პრინცესები

რარიგ ჰშვენიან ამპარტავნები… სვლა მიუბაძავთ ამაყ ირმიზა, პანის ფერებს სდევენ ფავნები. მე მათ შეხედვამ ამაყირმიზა.   ო, სანატრელი ნაზი გლოვილი… დღეს ჩემ ოცნებას ეძვირფასებით. ღამის წყვდიადი […]
January 1, 1919

ლოცვა ხანჯლებით

დაგეხარება – ისრულად მთვარე ამონაგორი. მდაგე დარბაისლურად ჰაშიშების თაგორი. გრთავენ მძივ-ამბარჩები: აღრალი და სპეკალი. სხეულს სცვივა ფარჩები, ვნებით რომ მოგეკალი. თუ ვენერა მილოსელს ახლა ვერ ვეღირსები… […]
January 1, 1919

თხელი ტუჩები

ზეიმიდან: ნიღაბები კარნავალში   მახინჯ მორფებით შრიალებენ ფერად კაბებში. მაგრამ ასარკებს მათ გრაციას მკრთალი ქაღალდი. ხელდება გული მოხარხარე ფარ-ნიღაბებში შენ, ჩემო ლანდო, უჩვეულოდ ახლა დაღალდი.   […]
January 1, 1919

თამარ

მუდამ მაისში ამწვანდება თამარ ზენარი, დაფანტავს ცაზე ბრილიანტებს ხელ-ნარნარადი. ენთება სოსლანს და გამრეკელს მზეში ზარადი, გადიარს შოთა მთვარიანში მოუსვენარი.   თეთრ მონასტერში ლიტანიობს ერი მლხენარი, ამკობს […]
January 1, 1919

გასვენებები

ფირუზისფერი აბაჟურით ჩაქრა შანდალი, ცივი ბალიში თეთრ ლოცვებმა დამინოტიეს, თოვლიან იღბალს ანადგურებს ხელი ვანდალი. მაკრთობს სიკვდილი უცაბედად, როგორც გოტიეს. მე მივენდობი წუთისოფელს – სუსტი ნიბლია, მაგრამ […]
January 1, 1919

არტემიდა

შენი თვალები კუდიანის ჯადოს ფარავენ, – მათ გადმოხედვას ანგელოზი არ ეკარება. მაშინებს ხალხში სხვანაირი შენი გარება. პოეტს ჰგონია, რომ ყველაფერს შენ მოგპარავენ.   მინდა, იქ მყავდე […]
January 1, 1919

მთვარის ეშაფოტი

სიბერის გამო დღეს არ ამოვა, მოღლილი მთვარე თეთრი გრიმებით. უმისოდ ზეცა გვესაღამოვა, და გატყობთ, სულო, რომ იღვრიმებით.   ახ! ჩვენ რად გვინდა მთვარე ნათელი… ცივი თვალებით […]
January 1, 1919

ბოდლერის ოфორტი

ბოდლერს ამბოხით შეხვდა პარიზი, როს დეკადანსით დასწვა ფრანგული. მან აირჩია მზის ასპარეზი, – მრუშ მირაჟებში გზა დაბანგული. ქუჩის ყვავილთა გაბოროტებით, შავ ვერანაზე აშრიტა ჟინი. შეხვდა იდეალს […]
January 1, 1919

მკვდარი ბრიუგგე

დღეს თითქო ჩემთვის ქუთაისი მკვდარი ბრიუგგეა, ყველა წარსული დანგრეული, მოდის ბაღებად. და ღამდებიან ოცნებანი როდენბახებად. გადიარს მთვარე მკვდარ ქალაქზე მარადი სევდით. ო, რა უცხოა ეს საღამო […]