პოეზია – Page 36 – Blue Horns
January 1, 1919

ჩვენი გენეალოგია

მე მაგონდება არაბეთი: ქალაქი ღაზო. წმიდა მეჩეთი, შადრევანი და მინარეტი. სადაც ჩადრებში დადიოდა ლეილა ნაზო და მუეძინი გვეძახოდა მოხრილ მთვარეთი.   გაგიჟებული ვარ ყაისის გამოცხადებით. მისი […]
January 1, 1919

განწირული სტრიქონები

ქვრივ ოთახებში მაშინებს ღამე მკვდარი სიჩუმის შავ გარინდებით. უბედურება ტრიალებს სახლში და მემუქრება მხუთავ  ბინდებით,   უძილო ღამით, მარტოობაში ყურებთან უკრავს დაფ-დაირები… მოდის ვიღაცა ორკუზიანი და […]
January 1, 1919

სონეტი ნინოს

ჩვენთან მოსვლისას მეტყველებდი ვაზის ჯვრის მცველი, მაყვლის ფოთლები შენ გიწევდნენ სახლის ყავრობას; საკვირველია, – სარკინეთზე არმაზი მწველი – დასძლია მეფე მირიანის შენ წარმართობა. ქრისტიანობით აგვირგვინებ მისნურ […]
January 1, 1919

სონეტი მუნასიბად სანთიობასთან

ო, რომ იცოდე, ქალბატონო, ეგ სილამაზე, რარიგ მაღელვებს დათალხული, ჟინამღვრეული, არ ისურვებდი, წაგეკითხა ძველი რვეული, არ მამღერებდი თავიდანვე ნოტებს გამმაზე.   ღამის ოთახში მიმიწვევდი ფარულ დრამაზე, […]
January 1, 1919

სექტემბრის ავდრებში

ზეცა შემოდგომის ღრუბლით ნათვალწუნი, ო, ვეღარ იტანს ყოველდღიურ მენსტრუაციებს. ხშირად ფერმკრთალდება ის როგორც ქალწული. ამბობს ბარომეტრი: ძველ მზეს თუ აციებს. ძველ მზეს თუ აციებს! ჰაერი მძიმდება. […]
January 1, 1919

სახრჩობელა მომდურავზე

შევხვდებით ხშირად საღამოში პარალერულად. ხართ მარმარილოს მთვარეული, მკრთალი პუდრებით. მომესალმება ეგ თვალები მწვანედ, ველურად, რომ გეოცნებო ჩემს მომდურავს განსაკუთრებით.   ვინ დაგვაშორა უმიზეზოდ ბავშვები წმიდა! ქალწულ […]
January 1, 1919

საფირონის ტრიოლეტები

ქარსიცხე ქუთაისში იხრჩობა ქარში ქუთაისი ნაფორიაქი, ფრთამარდ ეოლის ჭიხვინებენ გიჟი მერნები. შეშლილმა ღამემ შეისუნთქა თითქოს თრიაქი. იხრჩობა ქარში ქუთაისი ნაფორიაქი. დაჯდა ლაჟვარდის დომინოზე მთვარე იაქი, მობანგა […]
January 1, 1919

სანბენიტო

და მე ვკვდები, რადგანაც მე არ ვკვდები! წმ. ტერეზა   თითქოს გავცივდი თოვლში ღარიბი, დანესტიანდა ფილტვის კედარო. შენ ჩემო ლანდო, ვის ეყვარები, – გზადაკარგულო მუნჯო მხედარო! […]
January 1, 1919

ფიქრი კრწანისზე და მანანა ორბელიანზე

განა არ ვიცი, განა არ ვხედავ, რომ სხვა დროების ჩამოდგა ჯერი? მაგრამ რად მტანჯავს ეს ფიქრი ნეტავ, და რაც არ მოხდა, ის რატომ მჯერა?   როცა […]