შენი ლექსი წითელ ძროხის ჯოგია, შენი გული ყვითელ ოქროს მორგვია, შენი სული – აღდგომის ელოგია. არ ამცილდეს შენთან ძმური ერთობა. შენ ოცნებით თამარისკენ წახვედი, ჰგავხარ […]
მომპარა თვალი შენმა ხილვამ. გშვენის ამარტი, დათენთილ მკლავებს გიდარაჯებს ცხრა ჯავაირი, და ბროლის კისერს აფერადებს ქარვის შაირი. მე კი თითებზე ვითვლი თვეებს: მაისი, მარტი. ვიტყვი ხანდახან, […]
რომ გავიხედავ, თავის ქალებით მოფენილია ჩემი გზის არე და სასფლაოს თეთრ ფიქალებით სულ მელანდება თეთრი სამარე. გულზე მახმება სიცოცხლის ჟანგი. მაშინებს მიწა პირ-გადამსქდარი; ცოდვამ დაკუპრა თეთრი […]
გრიგოლ რობაქიძეს მე საქართველო მაგონდება ისევ ტკივილით, მისი წარსული უიმედო და მომავალი. დღეს ცივი ქარი დაგტრიალებს მწარე კივილით, სამშობლო ბრიყვო, რომ იტვირთე უმადლო ვალი. დაბერებული, […]
ჩვენ გაგვაშორებს მალე ვერსები. სხვა ქვეყნებისკენ გაგაფრენს გემი. შენს გადაფრენას ვეალერსები და მწუხარეა ალერსი ჩემი. ამაოდ გვსურდა პეიზაჟებში: ერთად ნავარდი როგორც ჯეირნებს… განვმარტოვდები მე აქ […]
როცა მოკვდება მზის სიმღერის ცეცხლის ტონები და ქუჩაბანდი ატირდება ღამის ტრაურით, მე ქალაქისკენ დავეშვები ჩუმი ხმაურით, – თუმც მანათებენ გასაცემად ელექტრონები. ხავერდის ქალი, საკრამანგით ოქრომქონები, […]
სიკვდილის სუნთქვა აფართოებს ღამის ლაყუჩებს, ზვიად გუმანით ვიარები გიჟთ მუშაბახი, მაქეზებს ჟინი რაყიფობოს სახელ ნაბახი, მაგრამ საზღვარი ღელვილ გრძნობებს უხმოთ აყუჩებს, ხავერდის ქალი აბოროტებს ქალაქს […]