ჩემი დაცული პატიოსნება, კეთილშობილი კაცის სახელი, – წარსულ დღებზე ჩუმი ოცნება, ცრემლმორეული თვალის გახელით. დამემკვიდრება სასუფეველი, დავიმსახურებ, ასე მგონია… ნეტავ, რა მინდა, ან რას მოველი, […]
ფიქრით გარდიწვა ჩემი თავი, როგორც სახარა. რუხი სიგიჟე ფეხშიშველი დამსდევს დანებით. მოდის სიკვდილი შევარდენის გამოქანებით. ავმა ლოთობამ ხერხემალი მეტათ დახარა. გალურჯდა უპე, შეიპარა სულში ჭაღარა. […]
კატა პირს იბანს – გამოვა დარი, ეს ბარომეტრი უფრო სწორია. ჩვენ იქნებ ვიყოთ ორივე მკვდარი და კუბოდ გვადგეს სანატორია. სიცხე გვაწვება ყველა გრადუსით, და მეშინია ნელ […]
გადაელვისდა ღამე ფარნებით და ჰეტერების გუნდი ფრთხიალებს. ქუჩა ქიმერა – დიდ ვერჰარნებით, ტორტმანობს, მოჰქრის და მოხრიალებს. აქარავანდა ეტლთან ეტლები. ავტო ტრამვაის მოკივის ბრაზით. არ მასვენებენ […]
გადაგეკარგეთ, დაგტოვეთ ოხრად, ასე უიღბლოდ გამოჩეკილნო! თქვენს წინ მომინდა მუხლების მოხრა, სიყვარულის და ცრემლების შვილნო! თქვენზე ფიქრები მაწევს ტვირთებად: იზრდებით ობლად და უალერსოდ. რამდენჯერ გული […]
ვართ პოეტები ჩვენ უწინარეს და მასკარადში თავი გვგონია. ვიცვამთ ყოველთვის ნიღაბს მცინარეს და პენსნედ აზის თვალს ირონია. დავქრივართ ლუწად, მაგრამ კენტობა ხშირად გვამდიდრებს ჩვენ სმარაგდებით. […]
ჩუმი ოთახი ფანჯრების რაზით, სანთლის ვარსკვლავით ნაცისკროვნები, პატარა არღნის ხრიალი ნაზი და რიტურნელში ძველი ხსოვნები. რემბო, უფეხო და ნათრევალა, უცქერის გლობუსს დაკეცილ გზებით, მას მძიმე […]
შენმა გენიამ ცრემლით მოგემა სისხლნაკლულევან პარიზის ვნება. შენი სამეფო იყო ბოჰემა და შენთვის ქრისტე ციხეში ჩნდება. ო, შენი სული წმინდა, მონაზე, _ დამძიმებული მრუში დღეებით… […]