შევხვდებით ერთმანეთს, ვხედავ, რომ ჩალაგდა ყოველი პაიკი შემტეველ რაზმებად, და „მეფე“ ბრძოლების განწირულ ალაგთან თანდათან შებოჭეს რკინების თასმებმა. ვსაუბრობთ… მე ვფიქრობ: – ნეტა, რას ჩაწერდა […]
მაინც რად მინდა მეტი დასტური გარდა იმისა, რომ დილა მეხნა, ვარ როგორც ღვინო ალადასტური, და მიხარია ფათური ქვეყნად. მორთმეულია სამყარო გობით, მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა, […]
თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს, ქაღალდზე მარდად დაჰქრიან თითები, და როგორც შუქზე მოფრენა მწერის ისე მსუბუქად მოცურდნენ რითმები. მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი აავსებს წერილს წუხანდელ […]
წიგნიდან „ლირიკული დღიური“ ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი მე არ მიგრძვნია – და ეს სიბრძნე დამბუდებია, მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორც გელი ჩემი […]
დავითენთები, მომინდება ამინდის სინჯვა, ბევრი ნდომია მუშაობა ლექსების ბერტყვას, დავხედავ ბაღში, წვიმა ცვივა კრიალა ბრინჯად, წვიმა, რომელიც მომაგონებს მოვარდნილ სეტყვას. შემდეგ ამ წვიმას საღამომდე სიჩუმე […]
როცა საღამოს ფართო წამწამებს დაეკიდება ალმასთა მძივი, და მაღალ ვერხვებს ააკამკამებს ღამის მნათობთა შეხება ცივი, – როს დედამიწის და ზეცის შორის ამოშენდება ბროლის სვეტები და […]
1. კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო, კიდევ ცოტა ხანს იხმაურებს ჩემში გრიგალი! მინდა, სინაზით ეს წუთები ახლა ავავსო. კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო! შემდეგ […]
მიქელ პატარიძეს დღეს ისე, როგორც არასდროს, მომინდა ყოფნა თქვენთან. მომინდა, გული დაითროს და გაიფლანგოს ძმებთან. რა მაქვს, ან რა გამაჩნია! თქვენ უფრო კარგად იცით, […]