პოეზია – Page 11 – Blue Horns
March 12, 1934

სამგორისათვის

მე ვარ მოსკოვში და დავიწყე პირველ დღესავე საქმე დამჭერი იოტამდე ჩემი აზრისა, ასე გადიან სამუშაოდ, როცა სთესავენ, ან თუ წერაქვმა ცხელი რკინის ზოდი დასრისა.   ჩვიდმეტი […]
March 12, 1934

საკუთარ თავს

დაჯექ, დაწერე, დახატე, რითაც ცხოვრება ივსება, მიეც დამშეულ ქაღალდებს საშვილიშვილო თვისება.   გარეშე საქმეს გადარჩი, მან ხალხი გააგულისა, გასინჯე ცეცხლის ღადარში სიმაგრე ლექსად თქმულისა,   ვერ […]
March 12, 1934

თინას და ფისოს

ჩვენმა ფისომ ერთი ცუდი საქმე ჩაიდინაო დიდს ოთახში იატაკზე თინას ჩაურბინაო. თინა ამბობს, ვერ წამაქცევ მუხა ვარ და რკინაო, უცბად ვნახოთ ძირს დაეცა ჩვენი მუხა თინაო. […]
March 12, 1934

ზემოური რთველი

ჯერ სოფელში კიდევ თბილა, თუმცა მთები დაირთვილა, და ცაც უფრო მუქი გახდა; გზაზე მოდის ჩემი კბილა და ღიღინებს ისე ტკბილად, თითქოს ნატვრა გაინაღდა.   მიდის, ჩადის […]
March 12, 1934

დებედაჩაის ღამე

სავსე მნათობმა, როგორც გართობა, ისე გასტოპა ვარსკვლავთ ჩქერები. და შუაღამის მყუდრო მხატვრობა გაახალისა ვერცხლის ფერებით.   ნელი შერხევა იწყეს ვერხვებმა, შუქს ეხერხება მათთან თამაში, დიდი სიჩუმე […]
February 28, 1934

ქუთაისისთვის

როგორც ზეციდან მტრედების ჯოგი მინდორზე ჰფანტავს უნაზეს ჩეროს. როგორც ურმული გადადის ბოგირს და ოდნავ არხევს ნაძვების წვეროს.   როგორც დასტოვებს ალაზნის ლოგინს და ცაში ისრად შესცურავს […]
February 27, 1934

უკრაინელი ქალის სიმღერა

ჰაინა და მიკოლა ბაჟანს   კახეთში ვართ, ვხვდებით ერთად დიდ მოსავლის დღესასწაულს, ვარსკვლავების სანთლებს ვუცქერთ, კოცონების ვისმენთ ხმაურს. ხმაურობას ცაში ასულს, მთვარე დიად შუქით ჰბანდა, ხმა […]
October 1, 1933

სკრიაბინას ეტიუდი (მე-2)

ყოველი ღამე მე მიჭრია მღელვარე ფიქრით და ზეცას ხარბად მიბჯენია ჩემი თვალები, რომ სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვრების იქეთ გადამეწია ეს ოცნება განაწვალები.   როგორც ბეღურა დაფრთხობილი […]
October 1, 1933

სკრიაბინის ეტიუდი (მე-2)

ღამის უფსკრული მეც მიჭრია მღელვარე ფიქრით და ზეცას ხარბად შეპყრობილა ჩემი თვალები, რომ სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვრების იქეთ გადამეწია ეს ოცნება განაწვალები.   როგორც ფრინველი დაფრთხობილი […]