პატივც. სოსო იმდენი შემიხვეწიეთ, რომ რამდენიმე დღით გამომიგზავნეთ არისტო ჭუმბურიძის „იდუმალი ძალა“. დაგიბრუნებთ სპეტაკად და წმინდათ. დამავალებთ. პატივისც. ალი არსენიშვილი
ძმაო კოლაუ! ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მღელვარებით უკითხავს ლექსს პოეტი პოეტს, მით უმეტესად, პირველად და ისეთს, რომლის მსჯავრი შეიძლება წამკითხველისთვის დაფარული სინამდვილის გამომჟღავნება იქნეს. ეს ახლახან […]
დოკუმენტი შემოსულია სახელგამში ოფიციალურად და არ შეიძლება მას არ მიეცეს გარკვეული შეფასება, გარკვეული პოლიტიკური კვალიფიკაცია, მით უმეტეს, რომ ამ დოკუმენტის არსებობა უკვე საიდუმლოებას აღარ შეადგენს. ის […]
Тифлис, ССР Грузии, აღმასკომის (ყოფ. სოლოლაკის) ქუჩა. სახელგამი. ვალერიან გაფრინდაშვილს. 18. XII. 31. ჩემო ძვირფასო ვალერიან! „შენი ხმა არა მსმენია, გასჭერ გამიშვი, ნინაო“. რად დამივიწყე. შენ […]
ჩემო ძვირფასო, დაუვიწყარო მეგობრებო და ძმებო ვალერიან, კოლაუ, გოგლა! ვწერ ღამის ოთხ საათზე, ლევანის ბინაში. ეს სახლია ქართველების და ქართული პოეზიის ბუდე. ყოველ საღამოს გაისმის ვაჟას […]
ჩემო კარგო შალვა! სალამ-მალამი სიმონეთიდან. რომ ჩამოვედი, იმ დღიდან სულ წვიმს. სული შემიხუთა ავდარმა. დღეს მესამე დღეა აქ ვარ და მზე მხოლოდ ერთი საათით დავინახე. ევგენი […]
ამხ. შალვა! ვაჟა-ფშაველას შვილმა ჩვენ მუზეუმში შემოიტანა განცხადება, რომელშიც გვთხოვდა შეგვეძინა ვაჟას მემორიალური ნივთები. რადგან ჩვენი მუზეუმის ამოცანას შეადგენს მხოლოდ მთაწმინდაში დასაფლავებულ მწერალთა მასალების შემოკრება, ამისათვის […]
ამხ. გ. ლეონიძეს სამშაბათს, დილის 8 საათზე მოასვენებენ სახალხო მწერლის, დავით კლდიაშვილის ნეშტს. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა შეხვედრაში და მოხვიდეთ სადგურზე ამ დროსათვის. დამკრძალავი კომისია