ლიტერატურული ჯგუფი „ცისფერი ყანწები“ აღიარებს რა:
- რომ მისი სახელწოდება და ლიტერატურული პრაქტიკა (პირველი პერიოდი – 1916-1923) აღნიშნავდა ობიექტიურად წვრილ-ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ბაზაზე აღმოცენებულ ესთეტიკურ-ინდივიდუალისტურ იდეოლოგიურ გამოვლინებას.
- რომ საქართველოს ოქტომბრის მიერ შექმნილმა და შემდეგ გაღრმავებულმა გიგანტურმა სოციალურმა გარდაქმნან ჯგუფის მერმინდელ პრაქტიკას ნაწილობრივ მისცა ახალი შინაარსი.
- რომ თანამედროვე რეკონსტრუქციის პერიოდის დიადი შინაარსის მისაწვდომად და მისი აქტუალური ანარეკლის მოსაცემად საჭიროა სხვა შემოქმედებითი მეთოდები, რომელიც იჭედება მოწინავე რევოლუციონურ ლიტერატურის მთლიან ფრონტზეე და რომლის დაუფლებისათვის „ცისფერი ყანწების“ განვლილი იდეოლოგიურ-მხატვრული გზები დაძველებული და უვარგისია,
ადგენს:
გაუქმებულ იქნას „ცისფერ ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის არსებობა, რათა სრული საშუალება მიეცეს მის მონაწილეებს მეტის ტემპებით განაგრძონ თავისი ფსიქო-იდეოლოგიური გარდაქმნა დამკვრელი რაზმის ბრძოლაში უშუალოდ ჩაბმისათვის.
ალი არსენიშვილი
[1931]