„ცისფერი ყანწების“ დადგენილება – Blue Horns

ავტორი : ალი არსენიშვილი

თარიღი : [1931]

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26731-1-ხ.

გამოცემა :

დადგენილებები, დოკუმენტები

„ცისფერი ყანწების“ დადგენილება

ლიტერატურული ჯგუფი „ცისფერი ყანწები“ აღიარებს რა:

  1. რომ მისი სახელწოდება და ლიტერატურული პრაქტიკა (პირველი პერიოდი – 1916-1923) აღნიშნავდა ობიექტიურად წვრილ-ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ბაზაზე აღმოცენებულ ესთეტიკურ-ინდივიდუალისტურ იდეოლოგიურ გამოვლინებას.
  2. რომ საქართველოს ოქტომბრის მიერ შექმნილმა და შემდეგ გაღრმავებულმა გიგანტურმა სოციალურმა გარდაქმნან ჯგუფის მერმინდელ პრაქტიკას ნაწილობრივ მისცა ახალი შინაარსი.
  3. რომ თანამედროვე რეკონსტრუქციის პერიოდის დიადი შინაარსის მისაწვდომად და მისი აქტუალური ანარეკლის მოსაცემად საჭიროა სხვა შემოქმედებითი მეთოდები, რომელიც იჭედება მოწინავე რევოლუციონურ ლიტერატურის მთლიან ფრონტზეე და რომლის დაუფლებისათვის „ცისფერი ყანწების“ განვლილი იდეოლოგიურ-მხატვრული გზები დაძველებული და უვარგისია,

ადგენს:

გაუქმებულ იქნას „ცისფერ ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის არსებობა, რათა სრული საშუალება მიეცეს მის მონაწილეებს მეტის ტემპებით განაგრძონ თავისი ფსიქო-იდეოლოგიური გარდაქმნა დამკვრელი რაზმის ბრძოლაში უშუალოდ ჩაბმისათვის.

 

ალი არსენიშვილი

[1931]

Facebook
Twitter