პანტელეიმონ ჩხიკვაძეს – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 26.07.1933-ის შემდეგ

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21184-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

პანტელეიმონ!

გიგზავნი პირველ ორ ფორმას. ძლიერ დააგვიანდა კლიშეების უქონლობის გამო. როგორც გწერდი აწყობილი მქონდა 100 გვერდი. შემდეგ კლიშეების უქონლობის გამო შევაჩერე – მეტი აღარ ამიწყვეს. ბევრი ხარჯი იყო გაწეული და სურათებიც მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე  _ შემეჩერებინა, ვიდრე კლიშეებს დამიმზადებდენ. თავის მხრივ კლიშეებს ძლიერ დააგვიანდა – მასალების უქონლობის გამო. ეხლა მზათ არის ტექსტში წასასვლელი. არ შეგაშინოს წინა გვერდებმა. ამას შემდეგ დავბეჭდავთ, შენ ჩამოსვლის შემდეგ. მგონი, წინასიტყვაობა მიდის და მან შემაჩერა. არ ვიცი, რამდენ ადგილს დაიკავებს. ასე რომ, ჯერ ტექსტს დავბეჭდავ და შედეგ პირველ გვერდებს. პანტელეიმონ, ამაში შეცდომები იქნება. ხარიტონი არ არის, უკანასკნელ კორექტურას მე წავიკითხავ. ვიდრე შენ გამოგზავნიდი, მეც წავიკითხავ და გავასწორებინებ. შემდეგ შენი კორექტურის მიხედვით გავასწორებ და დავბეჭდავ ასე. ოღონდ ნუ დამიგვიანებ, თუ ძმა ხარ. ფულის შესახებ ველაპარაკე ფარცხ-ილს. დამპირდა, რომ გამოგიგზავნის. დღეს მითხრეს რომ გადავუგზავნეო.

სალამით  შ. აფხაიძე