Абастуман. Пантелеимону Чхиквадзе. Санаториум Лечкомисии.
პანტელეიმონ!
მივიღე შენი ბარათი. გაცნობებ წიგნის მდგომარეობას. როგორც მაშინაც გითხარი წყობა დაწყებული იყო შენს აქ ყოფნაში. აწყობილია 100 გვერდზე მეტი. არ შევაკვრევინე გვერდებათ, რადგანაც სურათებს ველოდი. ეს სურათებიც მივიღეთ და შევუკვეთეთ კლიშეები. რამოდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელი გახდება შეკვრა. კორექტურას კითხულობს სიხარულიძე და შემდეგ მე (ხარიტონი მიდის დასასვენებლად). საბოლოოდ გადმოგეგზავნება შენ იმ იმედით, რომ დაბრუნებას არ დააყოვნებ.
იმედი მაქვს, რომ აგვისტოში მოვრჩები წყობას და სეზონის დასაწყისში წიგნს ბაზარზე გამოვუშვებ.
პატ. შ. აფხაიძე