პანტელეიმონ ჩხიკვაძეს – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 08.09.1932

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21178-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

სალამი პანტელეიმონ!

მოგვივიდა თქვენი ბარათი ფულის გადმოგზავნის აუცილებლობის შესახებ. ცხადია, რომ ასეთს მდგომარეობაში, რომც არ გერგებოდეთ, გამომცემლობა ვალდებულია ყოველგვარი დახმარება გაგიწიოთ. იაკინთე აქ არ არის ახლა. გამომცემლობა უკაპიკოთ არის. ქაღალდის გამოსასყიდი ფულიც არ გვაქვს. ასეთ უნუგეშო პირობებში, ვეცდები, ამ პირველ ხანს გადმოგიგზავნო ორასი მანეთი. შემდეგ კიდევ. მხოლოდ ვეჭვობ, რომ ფოსტამ დროზე მოგაწოდოს. ხვალ-ზეგ აუცილებლად გადმოვგზავნი ამ თანხას და შემდეგ ვეცდები მოგაშველო დანარჩენი.

ახლა `ფედერაციაში~-ც ვმუშაობ, ეს საკითხი მეც მეხება და ამიტომ გწერ ამ ბარათს. იყავი კარგად და ჯანმრთელად

 

პატ-ით შ. აფხაიძე