ბიძია გრიგოლს სალამი!
შენი წერილი, მგონი, ოთხი დღეა მას შემდეგ, რაც მივიღე, მაგრამ ამდონხანს წერილი კიდევ არ მომიწერია. და აი, რატომ. ერთი კვირეა აგერ სულ სახლში ვჯივარ და ვმაცადინეობ. ეგზამენი მქონდა ჩასაბარებელი. დღეს როგორც იყო მოვიშორე თავიდან, ასე რომ ეხლა უკვე თავისუფალი ვარ და წერილსაც გწერ. ძალიან კი დამეტყო მაცადინეობა. სხვა გრიგოლი მე კარგათ ვარ, მხოლოდ თქვენ შემექენით საჯავროთ. კაცო, რა დაგემართათ, ორივე რომ ავად გამხდარხართ, ქე მაინც არ შეგრცხვათ ერთმანეთის? მართლა, გრიგოლი, მომწერე უსათუოდ, ეხლა როგორ ხართ, ან ბიცოლა როგორ არის და სად სცხოვრობს. სახლიდგან, რაცხა ღმერთი გაუწყრათ, წერილი არ მიმიღია, რას ფიქრობენ ნეტავი? მე კი მივწერე წერილი. მართლა, გრიგოლი, ალექსანდრე ორშაფათს, 17 მარტს უკვე წამოვიდა ქუთაისში, ასე რომ, თუ მოიცალე, ნახე და მოგიყობა აქაურ ამბებს. მე იმ ბინიდან გადავედი, ეხლა მეორე ამხანაგთან ვცხოვრობ. ივანე ყიფიანთან, ჩვენებურია, მგონი, შენც იცნობ. ძალიან კარგი ყმაწვილია, მეტი რომ არ შეიძლება. ჩემი ადრესი ეხლა ესეთია. Тучкова Набережнаия, д. 12, кв. 47, Шалва Апхаидзе. სხვა მე ეგზამენები მითავდება 15 მაისს, ასთე 20 მაისამდე ვერ წამოვალ, ძალიან კი მომენატრა ქუთაისი. სხვა ეხლა ახალი არაფელი არ ვიცი, რადგანაც ერთი კვირე, როგორც ზევითაც არ გითხარი, სულ სახლში ვარ. უნივერსიტეტში კიდევ მოხდა გაფიცვები, პოლიცია მოვიდა, მაგრამ გამოქცევა მოვახერხე. ეხლა სახლებშია გავრცელებული ჩხრეკა, რამოდენიმე ქართველი სტუდენტი უკვე დააპატიმრეს, ჩვენც ძალიან შიშსი ვართ.
ახლა კი ნახვამდის. მოკითხვა ნაცნობებს.
შენ იცი პატარა გოგოს სურათს თუ გამომიგზავნი.
ეხლა მე გიგზავნი უბრალო სურათს, მეორე ამხანაგი ყიფიანია.
ამ მოკლე ხანში თუ ფული ვიშოვნე, იმ დიდ სურათსაც გადავაღებიებ და გამოგიგზავნი.
შენი შალიკო
21 მარტი, 1914 წ.
შიოს მივწერ წერილს.
[პეტერბურგი]