იყო ამ ბაღის მოწყენილ ტბაში
სიახლე გედის, კვირე სიზმარის
სერაфიმების ლოცვების ტაში,
და სათნოება ნაქარგი მთვარის.
სოფელი იყო ნაქსოვი ღაზლით,
და ვარსკვლავებში გამოხვეული,
აქ ქალბატონი ხარობდა ნაზად,
ეფერებოდა სამი ხვეული.
იყო მშვიდობა უზენაესი.
უმანკოება დიდ გუმბათების,
იყო ლაჟვარდი, ვარდის დაისი
მკრთალი არშია დამწვარ სანთლების.
მოჩვენებაა და ეფემერი
დღეს ყველაფერი – ოცნებობს ჩუმად.
ჩვენმა სოფელმა იცვალა ფერი
და აქვითინდა ბინდის ჩუქურთმად.
დიდი მოწყენა არის მარადი,
უცნობი წერა იქ იმყოფება.
მას დაეფინა უფერო დარდი
და უამარი ავათმყოფები.
დღეს დაქანცული საღამო არი.
არავის სძინავს სოფელში ახლა,
ეკლესიაზე გადატყდა ჯვარი,
ცოდვილ მიწაზე გადაესახალა.
უკანასკნელი საღამო არი,
სოფელს დაეცა ნევრასტენია.
გარდაიცვალა აქ მაცხოვარი,
ღვთისმშობლის ცრემლი და ექტენია.