ქალწულო მარად!
მშობელო ღვთისა!
შენ მალულ ცრემლებს მე ვითვლი წყნარად.
და მომაქ სევდა თეთრ კალთასთან დიდ ქალაქისა.
უთვალავ სანთლის სნეულ შუქში ვიტყვი ვედრებას
(ო, მტირალ თვალებს სიჩუმეში რა შეედრება!).
გამოჩდებიან შენ ტუჩებზე
თეთრი წუთები,
წმინდა ქალწულო,
თითქოს შეწუხდები!
– სოველ კედლებით ამ მარტოობით
მინდა გაგართო, დავიწყო შენთან
მიუწდომელი ყრუ საუბარი:
„შემიწყალე მე ძვირფას ხატის ინტერვიორი,
ღარიბ საყდრების უბედური, ხშირი სტუმარი.
შენზე ოცნებით დავისვენე ერთი ფიორი.
ო, იდუმალო, შენს ღიმილში სიმკრთალე არი.
თეთრ ღაამეებში შენ თითებზე მე მიფიქრია,
თორმეტი მთვარე გავაცილე შენი ხსენებით,
ლურჯი სიზმრები სათითაოდ ცაში მიჰქრიან,
და მუხლებს ვკეცავ შენ წინაშე ბრწყინვალე ქებით.
Maria! Maria!
მომეპარება უცაბედათ ხშირად ოცნება,
და მობრძანდება შენთან მორცხვი, ძვირფასი თასით,
რომ დაგიკოცნო ეგ კალთები არა მაქვს ნება,
ქალწულო მარად,
წმინდა Maria,
შენ უცხო ხატზე შეწუხდება სახე ნიმფასი.