სალამი შალვას და სერგოს,
ერთი კვირაა, რაც წერილი მოგწერეთ სანდროს შესახებ და პასუხი ჯერაც არ არის წინანდებულათ. რომ დააგვიანდა წერილს, სანდრო ღელავს, ნერვები ეშლება და მეშინია, კიდევ ისევ არ გაუმეოროს და ცუდად არ შეიქნეს. ეხლა კარგად არის და აქ სიცხეების გამო არ ურჩევენ დარჩენას. ეს ერთი დამავალეთ და პასუხი ამის მომტანს, დათიკო ლანდიას ხელით გამომიგზავნეთ.
იყავით კარგად.
კალ. ცირეკიძე