ვიღას სცალია სწეროს სონეტი,
დაუწყოს კრეფა ცაში ვარსკვლავებს
(ლექსია თითქოს ჟამის შან-სონეტ),
როცა პროსპეკტზე ყრიან მკვლელები
სისხლიან თავებს.
ჩვენი პლანეტაც დგება ყირაზე
(იქნება მოდის დრო გასვენების),
მთვრე-ჭინჭარი დაგვესხა ბრაზით
და პოლჲუსების სიცივე ქვების.
მოვარდა ხმები:
კიუ-სიუ, სან-ჩიო-სან, იოაგა-ამ.
და თითქოს მიწა
ირღვევა ხმება.
ო, ამ ქალაქებს
შორი ქვესკნელის
ააციმციმებს დამსკდარი გამმა,
აუ! ტრიალობს ბავაკა-ამა,
მზესაც ქერძაფის გადაესხა მრავალი გრამი
(მართლაც გვჭირდება პოეზიის ჩვენ დიოგრამმა).
გრიგალმა ღამეს მოსწმინდა დორბლი.
ახ, ვის სცალია! სწეროს ტერცინით.
იქნებ რადიო კიდეც მოდენის
ტალღას შეკვეთილს:
ლჲ-უ-დენ-დორფ,
ოოხ! ო-ო-ხ! ო-ოხ!
მთვარეა ისე, თითქოს მიეღოს
შორ ცდომილებზე გახსნილი მორფი.