ვის შეუძლია სთქვას… – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1920-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26094-17-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ვის შეუძლია სთქვას…

ვის შეუძლია სთქვას ტრიოლეტი,

და ერთი ცრემლი ვინ გაიმეტა.

როცა სივრცეში გაწოლილა

დი-ა-ლეკ-ტი-კა

(ასეთი არის საიმედო ჩვენი ეთიკა),

და შტეინახი მაკრატელით სჭრის ესკურიალს.

ეეხ! ეეხ! მიდენის წყევლა

პოეზიის უკუღმა ტრიალს.