სამი სონეტიდან – დილა – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 23.07.1934

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26944-4-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სამი სონეტიდან – დილა

მზე – ცის ხოხობი ამოფრინდა მთიდან კაკანით,

ამოიყვანა დღე – ღიმილი საუკუნეთა.

გრილ ფოთლებიდან დილის წვენი ბრჭყვიალით წვეთავს

და ფშინავს მიწა ნაყოფისგან დამსკდარი კანით.

 

შეხვდა სოფელი მწვანე კვამლით, თბილი აკვანით,

სუნნელოვანი დააფეთა ოცნება ხეთა,

მეწამულ სხივით გრძელი ღამის ჩრდილნი დაჰკვეთა,

და მყუდროება დაარღვია კვირტთა ტკაცანით.

 

ცას შეესიენ სიხარულით თითქო ფოთლები,

იწვის თვალღია ყვავილებით და იორთქლება.

სად იყო ნეტავ ეს სიცოცხლე და ეს დიდება,

ამ სიმხურვალით ჩვენს ქვეყანას რომ ეკიდება

 

ასე მგონია ღამეს ნისლი აღარ დამჩიდილავს

და აღტაცებით ავსებული მივყვები დილას.